|
2018-07-28 14:21:26, 932 ნახვა
კომენტარი
ზოიძე: C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამა 2020 წლიდან ფასიანი გახდება, ამიტომ ყველას მოვუწოდებ, შანსი გამოიყენონ
პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარის აკაკი ზოიძის ინფორმაციით, C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამა 2020 წლიდან ფასიანი გახდება. ზოიძის განცხადებით, ამ დროისთვის 150 ათას ადამიანს აღნიშნული დაავადება აქვს. მან ყველა მოქალაქე მოუწოდა სკრინინგი ჩაიტარონ და განმარტა, რომ დაავადების დროულად აღმოჩენის შემთხვევაში მისი მკურნალობა უფრო მარტივია. " C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამა არის უნიკალური. საქართველოში სამწუხაროდ ძალიან მაღალია C ჰეპატიტით ავადობა და ეს არის 90-იანი წლების პირდაპირი შედეგი, არა მხოლოდ ნარკოდამოკიდებულების თვალსაზრისით არამედ ჰიგიანის ამბავშიც. საუბარი მაქვს თუნდაც სალონების მიერ ჰიგიენის დაცვაზე. ამიტომ, 150 ათასამდე ადამიანს აქვს ეს დაავადება. ანუ დაახლოებით 30-დან 60 წლამდე ასაკის ადამიანებს 10-15 წელიწადში სიკვდილი ემუქრება, თან საკმაოდ არასასიამოვნო ფორმით. ეს არის უნიკალური შესაძლებლობა, რომ მოქალაქეებმა 80-90 ათასის ღირებულების წამალი აბსოლუტურად უფასოდ მიიღონ. ამ დაავადების დიაგნოსტიკისთვის მოქალაქეს დასჭირდება მაქსიმუმ 200 ლარი. საოცრებაა, რომ 65 ათასმა ადამიანმა, რომელმაც გამოიკვლია და იმკურნალა, მათში 98 პროცენტამდე განკურნება ფიქსირდება. ასევე საოცრებაა, რომ 25 ათასმა ადამიანმა იცის რომ აქვს ჰეპატიტი და არ მკურნალობს. ეს ადამიანები უნდა მოვიყვანოთ სამკურნალოდ, რადგან ეს იქება 25 ათასი გადარჩენილი სიცოცხლე. მათ არ იციან რამდენად მძიმეა ეს დაავადება, რადგან ჯერ არაფერი აწუხებთ. როდესაც არ მკურნალობ, ეს იმას ნიშნავს, რომ შენს ირგვლივ მყოფ ადამიანებს, ვისაც უყვარხარ - მათ აღალატებ. ეს უნიკალური შესაძლებლობაა, რადგან ხოლო 2020 წლის შემდეგ ეს პროგრამა აღარ იქნება უფასო. მილიონი ინსინუაცია იყო, რომ თურმა რადგან უფასოა ეს პროგრამა ადამიანებზე ექსპერიმენტებს ატარებენ და ასე შემდეგ. ჩვენი ოკუპანტი ქვეყანა ვერ ახერხებს, რომ საკუთარ მოქალაქეებს უმკურნალოს და უამრავ ფულს ხარჯავს მარტო იმაში, რომ დისკრედიტაცია გაუკეთოს ამ პროგრამას საქართველოში. მე მინდა მოქალაქეებს მოვუწოდო, რომ მოვიდნენ და ჩაიტარონ სკრინინგი. 2020 წლის შემდეგ ეს პროგრამა გახდება ფასიანი. მისი იდეა დღესდღეობით არის ის, რომ დავიყვანოთ დაავადების ავადობა იმ დონეზე რომ აღარ იყოს გავრცელებული ჩვენს ქვეყანაში და მასობრივი პრობლემა მოისპობა", - განაცხადა აკაკი ზოიძემ
ტრამპი აცხადებს, რომ თუ ირანთან შეთანხმებას 60 დღეში ვერ მიაღწევენ, აშშ დაბომბვას დაუბრუნდება
საქართველოს რკინიგზის საქმეზე ბრალდებულებს აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეეფარდათ
ნანუკა ჟორჟოლიანი არ გამორიცხავს, ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარეობისთვის იბრძოლოს
გოგა ხაინდრავამ ფორმულას უჩივლა, პროკურატურამ გამოძიება ცრუ დასმენის მუხლით დაიწყო
|
რედაქტორის რჩევით
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
ომი უკრაინაში
კიევში მასშტაბური თავდასხმა: ოთხი ადამიანი დაიღუპა, 25 კი დაშავდა
სიბიჰა კიევ-პეჩერის ლავრის დაბომბვაზე - პუტინი საუკუნოდ დაწყევლილი უნდა იყოს და ის წააგებს ამ ომს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)