20:02 - 10 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-07-25 12:53:46, 550 ნახვა

რეგიონი
ადიგენში რძის გადამამუშავებელი კოოპერაციული საწარმოები მოქმედებს

სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების განვითარების სააგენტოს თავმჯდომარე გიორგი მიშელაძე ადიგენის მუნიციპალიტეტში მოქმედი სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების „იმედისა“ და „დერცელი ნობათის“ რძის გადამამუშავებელი კოოპერაციული საწარმოების  საქმიანობას გაეცნო.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივები „იმედი“  და „დერცელის ნობათი“, რომელშიც 33 ადგილობრივია გაერთიანებული, ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფლებში მოხესა და დერცელში საქმიანობს. რძის გადამამუშავებელი  კოოპერაციული საწარმოები  მესხეთის ქედის სამხრეთ კალთაზე ზღვის დონიდან 1500 მეტრზე ფუნქციონირებს.

 2017 წელს  მათ „რძის მწარმოებელი სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების მხრადაჭერის“ სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში გადაეცათ რძის მიმღებ-გადამამუშავებელი აღჭურვილობა და  ნედლი რძის კონტროლის საველე ლაბორატორიული ხელსაწყოები.  ასევე მიიღეს  მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის ჯიშობრივი გაუმჯობესებისა და პროდუქტიულობის ამაღლების მიზნით  ხელოვნური განაყოფიერებისათვის საჭირო აღჭურვილობა.   სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების მხრიდან  თანადაფინანსებას წარმოადგენდა საწარმოს შენობა-ნაგებობის აშენება, რომელშიც განთავსდა კაპიტალური ინვესტირების ფარგლებში გადაცემული დანადგარები.

სასოფლო-სამეურეო კოოპერატივების განვითარების სააგენტოს თავმჯდომარის გიორგი მიშელაძის განცხადებით, სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების მხარდამჭერ სხვადასხვა სახელმწიფო პროგრამებში მნიშვნელოვანია მაღალმთიან რეგიონებში მოქმედი კოოპერატივების მხარდაჭერა, მით უფრო როდესაც  კოოპერატივებში გაერთიანებული თითოეული მეპაიისათვის უკვე ხელმისაწვდომი ხდება  კოოპერაციის შედეგად გაზრდილი შემოსავალი.

„რძის მწარმოებელი სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების მხრადაჭერის“ სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში მიდინარე წელს  13 ახალი საწარმო აშენდება

 

 

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ნანუკა ჟორჟოლიანი ენმ-სთან კონსულტაციებს ადასტურებს
4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული კიდევ 6 პირი საპროცესო შეთანხმებით გაათავისუფლეს
გალტ & თაგარტის ჩართულობით, ინვესტორებმა UzNIF-ის ისტორიულ IPO-ში მონაწილეობა მიიღეს
SOLO და სუხიშვილები წარმოგიდგენთ: "თაკარა" - ვინილი, რომელიც მოძრაობას ბგერად აქცევს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics