22:29 - 17 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-07-21 19:09:32, 782 ნახვა

კომენტარი
ირაკლი კობახიძე: რუსული მიდგომა არ იცვლება

„სამწუხაროდ, რუსული მიდგომა არ იცვლება ამ საკითხის მიმართ",- ასე აფასებს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე რუსეთის გენერალური პროკურატურიდან არჩილ ტატუნაშვილის ოჯახისთვის გაგზავნილ წერილს.

„ჩვენ გვაქვს ჩვენი პრაგმატული პოლიტიკა, რომელსაც ვახორციელებთ რუსეთთან მიმართებით,  თუმცა, სამწუხაროდ, რუსეთი ჩვენ პრაგმატულ პოლიტიკას არ უპირისპირებს თავის პრაგმატულ პოლიტიკას. ეს არის სამწუხარო რეალობა და ეს არის იმის გაგრძელება, რასაც ვხედავდით ჩვენ  გასული მთელი ამ წლების განმავლობაში",- განაცხადა ირაკლი კობახიძემ. ​

შეგახსენებთ, არჩილ ტატუნაშვილის საქმეზე მისმა ოჯახმა და ადვოკატებმა რუსეთის გენერალური პროკურატურიდან წერილი მიიღეს. წამების მსხვერპლთა რეაბილიტაციის ცენტრ „ემპათიას“ პრეზიდენტის, მარიამ ჯიშკარიანის თქმით, წერილში აღნიშნულია რომ „სამხრეთ ოსეთი დამოუკიდებელი სახელმწიფოა და რუსეთი მათ საქმიანობაში არ ერევა“.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
საქართველოს რკინიგზის საქმეზე ბრალდებულებს აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეეფარდათ
ნანუკა ჟორჟოლიანი არ გამორიცხავს, ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარეობისთვის იბრძოლოს
გოგა ხაინდრავამ ფორმულას უჩივლა, პროკურატურამ გამოძიება ცრუ დასმენის მუხლით დაიწყო
20 ივნისის საქმეზე გიორგი გახარიას წინააღმდეგ მაკო გომურმა სასამართლოს ჩვენება მისცა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics