22:29 - 17 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-07-19 12:39:17, 909 ნახვა

კომენტარი
წულუკიანი: ჭიჭინაძის მწვავე კრიტიკა და აგდებული დამოკიდებულება ყოველთვის გასაკვირი იყო

„დავით ჭიჭინაძის მწვავე კრიტიკა და აგდებული დამოკიდებულება ყოველთვის გასაკვირი იყო“, - ასე გამოეხმაურა „ქართული ოცნების“ პარტიიდან დეპუტატ დავით ჭიჭინაძის გარიცხვას, იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი.

მისი განმარტებით, ჭიჭინაძეს არასდროს შეხვედრია და არც მასთან უმუშავია.

„პარტიამ მიიღო ის გადაწყვეტილება, რაც მიიღო. მე ამაში არ ვყოფილვარ ჩართული, მედიიდან შევიტყვე. ახლა ალბათ ეს პროცესი დასრულდა, შემიძლია საზოგადოებასაც ვუთხრა, რომ არასოდეს არ მქონია, შესაძლებლობა ბატონ დავით ჭიჭინაძესთან რამე საკითხზე მემუშავა. მას არ ვიცნობ და არც შევხვედრილვარ. მისი ჩემდამი მწვავე კრიტიკა და აგდებული დამოკიდებულება იყო ყოველთვის გასაკვირი“, -აღნიშნა თეა წულუკიანმა.

ცნობისთვის, მპგ „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ სამდივნომ პარტიიდან დავით ჭიჭინაძის გარიცხვის გადაწყვეტილება მიიღო.

როგორც განცხადებაშია აღნიშნული, „გასული რამდენიმე თვის განმავლობაში მპგ „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ და საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, დავით ჭიჭინაძემ გააკეთა არაერთი საჯარო განცხადება, რომლითაც მან შეურაცხყოფა მიაყენა პოლიტიკური გუნდის წევრებს და ზიანი მიაყენა პარტიის იმიჯსა და ინტერესებს“.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
საქართველოს რკინიგზის საქმეზე ბრალდებულებს აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეეფარდათ
ნანუკა ჟორჟოლიანი არ გამორიცხავს, ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარეობისთვის იბრძოლოს
გოგა ხაინდრავამ ფორმულას უჩივლა, პროკურატურამ გამოძიება ცრუ დასმენის მუხლით დაიწყო
20 ივნისის საქმეზე გიორგი გახარიას წინააღმდეგ მაკო გომურმა სასამართლოს ჩვენება მისცა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics