15:51 - 22 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-07-04 15:45:01, 1093 ნახვა

ეკონომიკა
ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი ივნისის თვეში მგზავრთა რეკორდულ რაოდენობას - 63,679 მგზავრს მოემსახურა

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს შპს “საქართველოს აეროპორტების გაერთიანების“ ინფორმაციით, 2018 წლის ივნისის თვის მონაცემებით, ქუთაისის დავით აღმაშენებლის სახელობის აეროპორტში მგზავრთნაკადი, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 55 % გაიზარდა.

აეროპორტების გაერთიანების ინფორმაციით, ივნისის თვეში ქუთაისის აეროპორტი მგზავრთა რეკორდულ რაოდენობას - 63,679 მგზავრს მოემსახურა (2017 წლის ივნისი 41, 133 მგზავრი).

რაც შეეხება ზრდას რეისების რაოდენობის მიხედვით, ამ კუთხითაც ზრდა ფიქსირდება.  2018 წლის ივნისში ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში 231 რეისი შესრულდა, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდზე 41 %-ით მეტია (2017 წლის ივნისი 164 რეისი).

2018 წლის ექვსი თვის მონაცემებით, ჯამში ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი 234 743  მგზავრს მოემსახურა, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 28 %-ით მეტია. (2017 წლის 6 თვე - 183 632 მგზავრი).

“საქართველოს აეროპორტების გაერთიანების“ დირექტორის ქეთევან ალექსიძის განცხადებით, ახალი მიმართულებების დამატების შემდეგ მგზავრთნაკადი ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში მნიშვნელოვნად გაიზარდა.

,,ივნისში ჩვენ ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში, შეიძლება ითქვას, მართლაც მგზავრების რეკორდულ რაოდენობას მოვემსახურეთ. მგზავრთნაკადის 55 %- იან ზრდას რა თქმა უნდა, ახალ   მიმართულებებს  ვუკავშირებთ. ესენია: რომი, პარიზი, ბარსელონა, პრაღა და ათენი. გუშინ უკვე ბუქარესტის მიმართულებაც დაგვემატა. მოლოდინი მომავალ თვეშიც პოზიტიური გვაქვს“, - განაცხადა ქეთევან ალექსიძემ.

 

 

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
23-25 ივნისს საქართველოში მოსალოდნელია დროგამოშვებით ნალექიანი ამინდი
Nestle-მ ბრიტანეთის მიერ სანქცირებულ ტელეკომპანია „იმედში“ რეკლამის განთავსების გამო შიდა გამოძიება დაიწყო
ხალხის ფულით ივანიშვილის რეჟიმი 2026 წელს გამოშვებულ 592 ახალ ავტომობილს ₾47 მილიონად ყიდულობს
5 თვეში, ივანიშვილის რეჟიმმა საგზაო ჯარიმებით რეკორდული ₾130 მილიონი აკრიფა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics