|
2015-06-01 15:18:27, 589 ნახვა
პოლიტიკა
ეკა ბესელია: მარიხუანას მოხმარებაზე პატიმრობა არ უნდა იყოს
ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავჯდომარე ეკა ბესელიას შეფასებით, მარიხუანას მოხმარებისთვის მკაცრი მიდგომა - პატიმრობა არ უნდა იყოს გამოყენებული. თუმცა, უნდა მოხდეს თუ არა მარიხუანას დეკრიმინალიზაცია, დეპუტატის თქმით, ამას მეტი მსჯელობა სჭირდება. „მარიხუანას დეკრიმინალიზაციასთან დაკავშირებით არ მაქვს პასუხი - კი და არა. ეს არის უსერიოზულესი თემა. მინდა კარგად მოვისმინო ორივე მხარის არგუმენტები, ასევე სპეციალისტების , ექიმების, ექსპერტების. ზოგადად მიმაჩნია, რომ მარიხუანას მოხმარებისთვის არ უნდა იყოს მკაცრი მიდგომა - ვგულისხმობ პატიმრობას. მაგრამ უნდა იყოს თუ არა დეკრიმინალიზაცია , ამას ცოტა მეტი მსჯელობა სჭირდება“, - აღნიშნა ბესელიამ. ცნობისთვის, პარლამენტში მარიხუანას დეკრიმინალიზების კანონპროექტი დარეგისტრირდა. კანონპროექტის ინიციატორი დეპუტატი გოგა ხაჩიძეა. საკანონმდებლო ინიციატივის თანახმად, მარიხუანას მცირე რაოდენობით მოხმარება სისხლის სამართლის პასუხისმგებლობას აღარ გამოიწვევს.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
პოლიციის მიერ გორში ნაცემ ახალგაზრდებს საქმეზე საუბარი შანტაჟით აუკრძალეს, გაუთქმელობაზე მოაწერინეს ხელი ადვოკატსაც
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთში უკრაინის წინააღმდეგ საბრძოლველად მსურველთა რიცხვი ერთ წელიწადში 20%-ით შემცირდა
უკრაინაში რუსული არმია დღეში 300 ადამიანს კარგავს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)