13:24 - 17 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-06-29 11:47:21, 738 ნახვა

კომენტარი
ბახტაძე: ეროვნულ გამოცდებზე კონდენციონერების საკითხის დაგეგმვა უკეთ შეიძლებოდა

ერთიანი ეროვნული გამოცდებისას კონდენციონერის მხოლოდ ერთ საგამოცდო ცენტრში არსებობა არათუ არალოგიკური, არამედ ძალიან ცუდი გარემოებაა, - ასე შეაფასა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ფაქტი ჟურნალისტების მიერ ამ თემაზე დასმულ კითხვაზე პასუხისას.

მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ ეს საკითხი და მისი უმოკლეს ვადებში მოგვარების გზები მთავრობის დღევანდელ სხდომაზე დადგება.

„ეს არის საკითხი, რომლის დაგეგმვა ალბათ უკეთ შეიძლებოდა. აუცილებლად გავერკვევი, რატომ დადგა დღის წესრიგში ასეთი გარემოება, რომელიც ძალიან ცუდია“, - განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორმა მაია მიმინოშვილმა გუშინ განაცხადა, რომ წელს, ერთიანი ეროვნული გამოცდებისას, კონდენციონერი მხოლოდ რუსთავის საგამოცდო ცენტრში იქნება.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
პროკურატურამ რკინიგზის საქმის რვავე დაკავებულს ბრალი წარუდგინა, ორზე ძებნა გამოცხადდა
კალაძე ტაქსისტებს - მეგობრებო, აუცილებლად გადაიხადეთ დავალიანება, წინააღმდეგ შემთხვევაში, ჩვენ მოგვიწევს ნებართვების გაუქმება
ციხეში მყოფი ელენე ხოშტარიას ჯანმრთელობის მდგომარეობა დამძიმდა - ადვოკატი
სუს-ში რკინიგზის საქმეზე დაკავებულების ადვოკატები მივიდნენ, მათ ბრალი წარედგინათ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics