11:36 - 17 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-06-29 11:20:50, 676 ნახვა

კომენტარი
ოხანაშვილი: ჩვენ ჯერ არ გამოგვიკითხავს ის უშუალო გამომძიებლები, რომლებიც საგამოძიებო მოქმედებებს ახორციელებდნენ

ხორავას საქმის  საპარლამენტო კომისიის წევრის, ანრი ოხანაშვილის თქმით, კომისიის მუშაობისას უკვე გამოიკვეთა პასუხები იმ სამ ძირითად კითხვაზე, რაც გამოძიებისადმი  საზოგადოების უნდობლობის მიზეზი გახდა.

ტელეკომპანია იბერიის ეთერში ჩართვისას ოხანაშვილმა ასეთ საკითხებად ფარდულის დემონტაჟი, დანის გაღუნვა და მირზა სუბელიანის ფაქტორი გამოყო.

მისი თქმით, ფარდულის დემონტაჟაზე არ დადასტურდა გავრცელებული განწყობა, რომ მისი დემონტაჟის ნებართვა საგამოძიებო უწყებებმა გასცეს და გამოიკვეთა, რომ ფარდული ადგილობრივებმა შინაგან საქმეთა სამინისტროსთვის შეტყობინების გარეშე დაშალეს, თუმცა მისი ანალოგიური პარამეტრებით აღდგენა ნებისმიერ დროს შეიძლება.  დანა კი, რომელის გაღუნვაზეც ხდებოდა აპელირება გაღუნული არ არის.

„შეფასებებზე საუბარი და დასკვნების გამოტანა ნაადრევია. ჩვენ ჯერ არ გამოგვიკითხავს ის უშუალო გამომძიებლები, რომლებიც ახორციელებდნენ საგამოძიებო მოქმედებებს. და ის ადამიანები, ვინც არიან მკვლელობის ეპიზოდში მონაწილეები, ან ამ ტრაგიკულ შემთხვევას ვინც შეესწრნენ და დაინახეს“, - განაცხადა დეპუტატმა.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
სუს-ში რკინიგზის საქმეზე დაკავებულების ადვოკატები მივიდნენ, მათ ბრალი წარედგინათ
საქართველო შეიძლება, დარჩეს ერთადერთ ქვეყანად, რომელიც სრულად იქნება კონტროლირებადი რუსეთის მიერ - ჟალიმასი
მესი ოლეგ სალენკოს შემდეგ პირველი ფეხბურთელია, რომელმაც მსოფლიო ჩემპიონატის ერთ მატჩში სამი გოლი გაიტანა
თიბისის მხარდაჭერით, ვაზიანში 13 მზის ელექტროსადგური ამოქმედდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics