|
2015-06-01 09:22:07, 359 ნახვა
პოლიტიკა
საკრებულოების შუალედური არჩევნები სენაკისა და ზუგდიდის ოლქებში დასრულდა
საკრებულოების შუალედური არჩევნები სენაკისა და ზუგდიდის ოლქებში დასრულდა. ცენტრალური საარჩევნო კომისიის ინფორმაციით, საარჩევნო უბნები საღამოს 8 სთ-ზე დაიხურა და საუბნო საარჩევნო კომისიებში უკვე დაიწყო ხმების დათვლის პროცესი. მათივე ცნობით, არჩევნებმა ყველანაირი პროცედურული დარღვევების გარეშე, მშვიდ გარემოში ჩაიარა. როგორც ცესკოს სპიკერმა ანა მიქელაძემ ცესკოში 20:30 სთ-ზე გამართულ საინფორმაციო ბრიფინგზე განაცხადა, 20:00 საათის მონაცემებით სენაკში არჩევნებში მონაწილეობა 979-მა ამომრჩეველმა მიიღო, რაც ამომრჩეველთა საერთო რაოდენობის 74,45%-ია, ხოლო ზუგდიდში აქტივობამ 63,54 % (732 ამომრჩეველი) შეადგინა. საარჩევნო ადმინისტრაციამ ასევე დაითვალა პროცენტული მაჩვენებლები ქალი და მამაკაცი ამომრჩევლების მიხედვით. არჩევნების წინასწარ შედეგებს, საარჩევნო ადმინისტრაცია უახლოეს მომავალში წარმოადგენს. ბრიფინგის ბოლოს ანა მიქელაძემ მადლობა გადაუხადა თითოეულ ამომრჩეველს აქტიურობისთვის და არჩევნებში ჩართულ ყველა მხარეს საარჩევნო პროცესის გამჭვირვალე გარემოში წარმართვისთვის.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
პოლიციის მიერ გორში ნაცემ ახალგაზრდებს საქმეზე საუბარი შანტაჟით აუკრძალეს, გაუთქმელობაზე მოაწერინეს ხელი ადვოკატსაც
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთში უკრაინის წინააღმდეგ საბრძოლველად მსურველთა რიცხვი ერთ წელიწადში 20%-ით შემცირდა
უკრაინაში რუსული არმია დღეში 300 ადამიანს კარგავს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)