|
2018-06-27 16:32:23, 710 ნახვა
რეგიონი
გალში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის შეხვედრა ჩაიშალა
გალში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის 57-ე შეხვედრა რუსეთის საოკუპაციო რეჟიმის და აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლების მიერ ფორმატის დატოვების გამო ჩაიშალა. ამის შესახებ საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის განცხადებაშია აღნიშნული. უწყების ცნობით, შეხვედრაზე ყველა მნიშვნელოვანი ინციდენტის განხილვა იგეგმებოდა და მთავარი თემა გიგა ოთხოზორიას სასტიკი მკვლელობის საკითხი უნდა ყოფილიყო. “საქართველოს მთავრობის მიერ ე.წ. ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიის მიღება რუსეთის საოკუპაციო რეჟიმმა და აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლებამ პოლიტიკურად მოტივირებული ქმედებებისთვის გამოიყენეს. კერძოდ, ფორმატისთვის შეუფერებელი შანტაჟისა და ულტიმატუმის ფორმით, მათ მოითხოვეს გიგა ოთხოზორიას სასტიკი მკვლელობის საკითხის დღის წესრიგიდან მოხსნა. ცენტრალური ხელისუფლების წარმომადგენლებმა მკაფიოდ დააფიქსირეს, რომ გიგა ოთხოზორიას მკვლელობასთან დაკავშირებით სამართლის აღსრულება წარმოადგენს უმაღლეს პრიორიტეტს. აღნიშნული პოზიციის დაფიქსირების შემდეგ დე ფაქტო აფხაზეთისა და რუსეთის საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა შეხვედრა დატოვეს”, - ნათქვამია სუს-ის განცხადებაში.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
პოლიციის მიერ გორში ნაცემ ახალგაზრდებს საქმეზე საუბარი შანტაჟით აუკრძალეს, გაუთქმელობაზე მოაწერინეს ხელი ადვოკატსაც
ომი უკრაინაში
უკრაინაში რუსული არმია დღეში 300 ადამიანს კარგავს
რუსეთის არმიამ ხარკოვი დრონებითა და რაკეტებით დაბომბა, სამი ადამიანი დაიღუპა და 20-ზე მეტი დაშავდა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)