11:20 - 22 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-06-21 13:55:59, 1290 ნახვა

ეკონომიკა
საჯარო რეესტრის მიერ ბლოკჩეინის გამოყენების გამოცდილება საერთაშორისო კონფერენციაზე განიხილეს

საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ ბლოკჩეინის ტექნოლოგიის გამოყენების გამოცდილება თბილისში გამართულ საერთაშორისო კონფერენციაზე "Blockchain & Bitcoin Conference Georgia"-ზე განიხილეს.

საჯარო რეესტრის პროექტების მართვისა და გაყიდვების სამსახურის უფროსის მოვალეობის შემსრულებელმა  მარიამ ტურაშვილმა პანელურ დისკუსიაში „ბლოკჩეინ ტექნოლოგიების პერსპექტივები სახელმწიფო მმართველობის სფეროში"  უძრავი ქონების რეგისტრაციისას ბლოკჩეინ ტექნოლოგიის გამოყენების შესახებ ისაუბრა. მან საჯარო სტრუქტურების წარმომადგენლებს, მაინერებს, ეკონომისტებს, ICO კონსულტანტებსა და ანალიტიკოსებს ბლოკჩეინის ტექნოლოგიის სარეგისტრაციო წარმოებაში დანერგვის შესახებ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს  გამოცდილება გაუზიარა. 

„დღევანდელ კონფერენციაზე ვსაუბროთ საჯარო სექტორში ბლოკჩეინის გამოყენების შესახებ. ბლოკჩეინი არის საინტერესო ყველასთვის, რადგან ეს სისტემა სარეგისტრაციო ტრანზაქციებს მსოფლიო მასშტაბით ხელმისაწვდომს, გამჭვირვალეს და კიდევ უფრო მეტად დაცულს ხდის. ბლოკჩეინისა და საჯარო რეესტრის  საშუალებით საქართველო უფრო პოპულარული გახდა მსოფლიოში,"- აღნიშნა მარიამ ტურაშვილმა. 

საქართველო  პირველი ქვეყანაა მსოფლიოში, რომელმაც უძრავი ქონების სარეგისტრაციო წარმოებაში  ბლოკჩეინის ტექნოლოგია წარმატებით დანერგა. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო პირველია, რომელიც 2017  წლის თებერვლიდან მიწის რეგისტრაციისას ბლოკჩეინის ტექნოლოგიას იყენებს. ბლოკჩეინ ტექნოლოგიის გამოყენება სარეგისტრაციო ტრანზაქციებს მსოფლიო მასშტაბით ხელმისაწვდომს, გამჭვირვალეს და კიდევ უფრო მეტად დაცულს ხდის, ეს სერვისი მოქალაქეებისთვის უფასო და კომფორტულია. 

"Blockchain & Bitcoin Conference Georgia"  პირველი საერთაშორისო კონფერენციაა საქართველოში კრიპტოვალუტების, ბლოკჩეინისა და ICO-ს შესახებ, სადაც ბლოკჩეინ ენთუზიასტები, ბიზნესმენები, მაინერები, სტარტაპები და სახელმწიფო უწყებების  წარმომადგენლები ერთმანეთს გამოცდილებას უზიარებენ და  ახალი ტექნოლოგიების საინვესტიციო შესაძლებლობების განიხილვენ.

 

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
გულია: აფხაზეთს შეუძლია დღეში ათასი უპილოტო საფრენი აპარატით შეუტიოს საქართველოს და 10 დღეში გაიმარჯვოს
„რუმს ჰოტელსისა“ და „აჭარა ჯგუფის“ დამფუძნებელი თემურ უგულავა გარდაიცვალა
რუსეთი შავ ზღვაში თურქულ გემს თავს დაესხა, რასაც მსხვერპლი მოჰყვა
ერთი მოწვევა, ორი საჩუქარი - ახალი შესაძლებლობა თიბისის მობაილბანკში
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics