04:20 - 17 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-06-14 14:50:37, 691 ნახვა

კომენტარი
ზოიძე: პრემიერ-მინისტრობის ერთ-ერთი რეალური კანდიდატი მამუკა ბახტაძეა

პრემიერ-მინისტრობის ერთ-ერთი რეალური კანდიდატი მამუკა ბახტაძეა -ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის დეპუტატმა აკაკი ზოიძემ განაცხადა.

ზოიძეს თქმით, ის  მიესალმება თუ ბიძინა ივანიშვილი პრემიერ-მინისტრობის  კანდიდატად საკუთარ  თავს განიხილავს.

„ჩვენ ყველამ ერთად მოვისმინეთ, რომ მან ბრძანა მოდიოდა პარტიის თავმჯდომარედ და ის არ იქნებოდა არც პრემიერი და არც პრეზიდენტი. მთავრობა გუშინ გადადგა, თუ რამე შეიცვალა მე მხოლოდ მივესალმებოდი,  ბატონი ბიძინა თუ განიხილავს თავისი კანდიდატურას ამ პოსტზე, მაგრამ  ეს  ბატონი  ბიძინას გადასაწყვეტია. ერთ-ერთი რეალური კანდიდატი ბატონი  მამუკა ბახტაძეა“,-განაცხადა აკაკი ზოიძემ. 

შეგახსენებთ, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა თანამდებობა დატოვა, რის შედეგადაც, უფლებამოსილება მინისტრთა კაბინეტის ყველა წევრს შეუწყდა. პრეზიდენტმა მთავრობისათვის მოვალეობის დაკისრების შესახებ განკარგულება გუშინვე გამოსცა. პრემიერ-მინისტრობის ახალი კანდიდატი მმართველმა გუნდმა  პრეზიდენტს 7 დღის ვადაში უნდა წარუდგინოს.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
დიდი შვიდეულის ლიდერები შეთანხმდნენ, რომ ნავთობისა და გაზის საშუალებით რუსეთზე ზეწოლას გააძლიერებენ
ტრამპმა ირანთან შეთანხმების გამო რუსული ნავთობის წინააღმდეგ სანქციების აღდგენის შესახებ განაცხადა
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
Marneuli News: დაცვის თანამშრომელი, რომელიც 11 აპრილს სამსახურებრივი უფლებამოსილების შესრულებისას სცემეს, გარდაიცვალა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics