03:18 - 23 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-06-14 14:06:24, 749 ნახვა

სამართალი
შსს-მ ქართველიშვილის ქუჩაზე მომხდარი განზრახ მკვლელობის ფაქტზე ერთი პირი დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დეტექტივებისა და გლდანი-ნაძალადევის სამმართველოების თანამშრომლებმა, ერთობლივად ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1992 წელს დაბადებული ლ.ჩ., განზრახ მკვლელობის ბრალდებით, თბილისში, ცხელ კვალზე დააკავეს.

მის ჩადენილი დანაშაული 7-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

გამოძიებამ დაადგინა, რომ არაფხიზელ მდგომარეობაში მყოფმა ბრალდებულმა მიმდინარე წლის 14 ივნისს, გამთენიისას, თბილისში, ქართველიშვილის ქუჩაზე, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ბლაგვი საგნით თავის არეში სასიკვდილო დაზიანება მიაყენა 1984 წელს დაბადებულ დ.გ.-ს, რომელიც ადგილზე გარდაიცვალა. დანიშნულია შესაბამისი ექსპერტიზა.

სამართალდამცველებმა ბრალდებული მომხდარიდან რამდენიმე წუთში, შემთხვევის ადგილის მახლობლად შენიშნეს. ლ.ჩ.-ს სხეულზე ფიზიკური დაზიანების კვალი აღენიშნებოდა. იგი პოლიციის მეთვალყურეობის ქვეშ სამედიცინო დაწესებულებაში იქნა მოთავსებული, სადაც შესაბამისი დახმარება გაეწია.

მას შემდეგ, რაც სამართალდამცველებმა ექიმებისგან ინფორმაცია მიიღეს, რომ ბრალდებულის სიცოცხლეს და ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრებოდა, იგი დაუყოვნებლივ დააკავეს.

გამოძიება განზრახ მკვლელობის ფაქტზე, საქართველოს სსკ-ს 108-ე მუხლით მიმდინარეობს.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
მაკრონმა სტარმერს მადლობა გადაუხადა და საფრანგეთსა და ბრიტანეთს შორის თანამშრომლობის გაგრძელება გამოაცხადა
ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი თანამდებობიდან გადადგა
პოლონეთმა ზელენსკის მიერ დაბრუნებული „თეთრი არწივის ორდენის“ მიღება დაადასტურა
გვარამია ენმ-ზე - ხალხი ერთ პარტიაშია და ბრიფინგებით, სატელევიზიო ეთერებით და სტატუსებით ელაპარაკება ერთმანეთს და წყევლის და აგინებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics