00:59 - 17 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-06-11 11:38:43, 726 ნახვა

კომენტარი
ბესელია: ვითხოვ კონკრეტულად დასახელდეს, ჩემი რომელი ფრაზა იყო ისეთი, რაც ზაზა სარალიძემ შეურაცხმყოფელად ჩათვალა

ვითხოვ, ძალიან კონკრეტულად დასახელდეს, სად რომელი ფრაზა იყო ისეთი, რაც ზაზა სარალიძემ შეურაცხმყოფელად ჩათვალა, - ამის შესახებ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელიამ განაცხადა.

დეპუტატი პარლამენტის დროებით საგამოძიებო კომისიაში მისი აცილების შესახებ სარალიძის მოთხოვნას კიდევ ერთხლე გამოეხმაურა:

 „თუ ეს რაიმე სხვა სარჩულის მატარებელი არ არის, ვერ გავიგე ზაზა სარალიძის განცხადების მიზეზი და მე ვითხოვ, ძალიან კონკრეტულად დასახელდეს, სად რომელი ფრაზა იყო ის, სადაც მან ჩათვალა რომ იყო შეურაცხმყოფელი.  მე ვითხოვ რომ დაკონკრეტდეს. სხვაგვარად აბსურდამდე მივალთ ასე და მე ძალიან საინტერესოდ მეჩვენება გუშინ, მაგალითად, ბატონი ოთარ კახიძის განცხადება, რომელმაც პრაქტიკულად თქვა, რომ პოლიტიკური მოთხოვნები უკარნახეს ბატონ სარალიძეს და ათქმევინეს. მე მაინტერესებს მის მიმართ გაცხადდება თუ არა, როგორც კომისიის წევრის მიმართ უნდობლობა. ამაზე მძიმე ბრალდება არავსის უთქვამს და მე ამ საკითხს დავაყენებდი“,- აღნიშნა ეკა ბესელიამ.

 ბესელია ასევე მიიჩნევს, რომ მართლმსაჯულების აღსრულებისთვის სამარლთლებრივი გზით სიარული უმჯობესია.

„მე ვისურვებ, რომ პროცესები რომელიც დაწყებულია და ძალიან აქტიურად მიმდინარეობს სამივე მიმართულებით. ეს არის საგამოძიებო კომისია, გამოძიება რომელსაც შინაგან საქმეთა სამინისტრო აწარმოებს და სამართლებრივი პროცედურები. სამივე ეს პოლიტიკური ბერკეტი იყოს გამოყენებული მართლმსაჯულების აღსრულებისთვის. უმჯობესია ვიაროთ სამართლიანობის გზაზე კანონის მექანიზმების გამოყენებით და არა იმ ტიპის მეთოდებით, რომელიც მე მგონია რომ ამ პროცესს უბრალოდ არ ეხმარება“, -  განაცხადა ბესელიამ.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
დიდი შვიდეულის ლიდერები შეთანხმდნენ, რომ ნავთობისა და გაზის საშუალებით რუსეთზე ზეწოლას გააძლიერებენ
ტრამპმა ირანთან შეთანხმების გამო რუსული ნავთობის წინააღმდეგ სანქციების აღდგენის შესახებ განაცხადა
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
Marneuli News: დაცვის თანამშრომელი, რომელიც 11 აპრილს სამსახურებრივი უფლებამოსილების შესრულებისას სცემეს, გარდაიცვალა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics