10:34 - 10 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-06-06 16:09:35, 500 ნახვა

რეგიონი
სულხან ღლონტმა დეპარტამენტის საქმიანობა სტუდენტებს გააცნო

აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის თავმჯდომარე სულხან ღლონტი ბათუმის შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებს შეხვდა და მათ დეპარტამენტის საქმიანობა გააცნო.

პრეზენტაციისას, რომელიც უნივერსიტეტის განახლებულ სამკითხველო დარბაზში გაიმართა სულხან ღლონტმა ყველა ის პროექტი განიხილა, რაც რეგიონში ტურისტების მოზიდვისა და ტურიზმის განვითარების კუთხით ხორციელდება, მათ შორის 16 სამიზნე ქვეყანაში რეგიონის რეკლამირების მნიშვნელობა, ამ კუთხით დეპარტამენტის მიერ განხორციელებული სარეკლამო აქტივობები და რეგიონის ბიუჯეტში ტურიზმიდან მიღებული შემოსავლები. 

ტურიზმის დეპარტამენტის თავმჯდომარემ ასევე ისაუბრა ტურიზმის განვითარების სკოლის ფარგლებში რეგიონში სერვისის გაუმჯობესების მიზნით გიდების გადამზადებისა და საოჯახო-სასტუმრო სახლებისთვის ენის შემსწავლელი ტრენინგების შესახებ. სტუდენტებთან  საუბრისას მან ტურიზმის განვითარებისთვის განათლების მნიშვნელობასა და აუცილებლობაზეც ისაუბრა.  შეხვედრას უნივერსიტეტის რექტორი, ტურიზმის ფაკულტეტის სტუდენტები და ლექტორები ესწრებოდნენ.

„ჩვენთვის მნიშვნელოვანია სტუდენტებმა, რომლებიც უკვე ჩართულები არიან ან ჩაერთვებიან ტურისტულ სექტორში სისტემურად გაიზრონ რას აკეთებს ტურიზმის დეპარტამენტი რეგიონში ტურიზმის განვითარებისთვის. ჩვენი პროექტები არამხოლოდ რეგიონში ტურისტების მოზიდვას და მთაში ტურისტული პროდუქტების განვითარებას, არამედ სერვისის გაუმჯობესებას ემსახურება, რაც რათქმაუნდა პირდაპირ კავშირშია განათლებასთან. ჩვენი მიზანია მომავალმა თაობამ გაითავისოს, რომ სწორედ მათ ცოდნაზე იქნება დამოკიდებული სამომავლოდ როგორ განვითარდება ტურიზმი აჭარაში. ჩვენთვის ასევე საინტერესო იყო მათი დამოკიდებულებები და ინტერესი, როგორც ჩვენს პროექტებთან, ასევე ზოგადად ქვეყანაში ტურიზმის განვითარებასთან მიმართებაში", - განაცხადა აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის თავმჯდომარე სულხან ღლონტმა. 

 

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
AI განათლება მომავლის შესაძლებლობებისთვის: თიბისისა და GAIA-ს ერთობლივი ინიციატივები
სტუდიო ლიბერთი Global Tech Weekend Tbilisi 2026-ის მთავარი პარტნიორია
მოსკოვში ავტომობილის აფეთქების შედეგად მოკლული გენერალი დამირ დავიდოვია, რომელიც სარაკეტო და არტილერიის დირექტორატის ხელმძღვანელობდა
თალიბანის პოლიციამ ცეცხლი გაუხსნა „ჰიჯაბის არასათანადო “ ტარების გამო ქალების დაპატიმრების წინააღმდეგ გამართული საპროტესტო აქციას
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics