19:44 - 16 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-06-01 12:59:44, 1058 ნახვა

კომენტარი
„ჩემი სათქმელი იყო, გაზიარება იმ ტკივილის, რომლითაც სავსეა ამ კაცის გული“ - პრეზიდენტის შეხვედრა ზაზა სარალიძესთან დასრულდა

საქართველოს პრეზიდენტის გიორგი მარგველაშვილის და ხორავაზს ქუჩაზე მოკლული ერთ-ერთი მოზარდის მამის, ზაზა სარალიძის შეხვედრა დასრულდა. 

როგორც შეხვედრის შემდეგ პრეზიდენტმა ჟურალისტებს განუცხადა, მან მოკლული მოზარდის მამისგან მიიღო ინფორმაცია იმ პრეტენზიების შესახებ, რომელსაც მას გააჩნდა. 

"პირველ რიგში ჩემი სათქმელი იყო, გაზიარება იმ ტკივილის, რომლითაც სავსეა ამ კაცის გული და რომელიც ბევრ ადამიანს შეეხო. მეორე - ჩემი მიზანია ვეურთიერთო როგორც ზაზას, ასევე სხვა ადამიანებს ვისაც აქვს ეს ტკივილი, იმისთვის, რომ მშვიდი, წყნარი და სტაბილური პროცესი იქნას უზრუნველყოფილი და ქვეყანა იყოს სიმშვიდეში. ამისთვის, მე ვეურთიერთები ბუნებრივია ხელისუფლებასაც და არ დავიღლები ამ სამსახურში, რომ საქართველო იყოს ყველასთვის. იყოს ისეთი ქვეყანა, რომელშიც ისინი პოულობენ სამართლიანობის განცდას და სტაბილურობას", - განაცხადა მარგველაშვილმა.

ცნობისთვის, გიორგი მარგველაშვილის და ზაზა სარალიძის შეხვედრა დაახლოებით ერთი საათის განმავლობაში გრძელდებოდა. პრეზიდენტის სურვილით ის მედიისთვის დახურული იყო. აღსანიშნავია, რომ გიორგი მარგველაშვილის აქციაზე მოსვლას ზაზა სარალიძე გუშინ ითხოვდა. 





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
Marneuli News: დაცვის თანამშრომელი, რომელიც 11 აპრილს სამსახურებრივი უფლებამოსილების შესრულებისას სცემეს, გარდაიცვალა
დიდი შვიდეულის სამიტზე უკრაინის პრეზიდენტი ტრამპსა და რუბიოს შეხვდა
შსს-ს ახალი სამმართველოს საჩივრის საფუძველზე, ნიკა გვარამიას შეურაცხყოფის ფაქტზე, მოქალაქეს 2000-ლარიანი ჯარიმა დაეკისრა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics