21:30 - 22 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-05-31 16:57:09, 1211 ნახვა

სამართალი
„პროკურატურა მკვლელებს ხელს აფარებს!“ - საგამოძიებო უწყებასთან საპროტესტო აქცია მიმდინარეობს (ვიდეო)

მთავარ პროკურატურასთან საპროტესტო აქცია „ნუ მომკლავ“ მიმდინარეობს.

ადგილზე ასობით ადამიანია შეკრებილი, მათ შორის ხორავას ქუჩაზე მოკლული ახალგაზრდების ოჯახის წევრები და მეგობრები, სტუდენტები, სკოლის მოსწავლეები, პოლიტიკოსები და საზოგადოებისთვის ცნობილი სახეები. ადგილზე ასევე იმყოფება პანკისის ხეობაში ჩატარებული სპეცოპერაციის შედეგად გარდაცვლილი თემირლან მაჩალიკაშვილის მამა, მალხაზ მაჩალიკაშვილი.

ერთ-ერთი მოკლულის დავით სარალიძის მამა, ზაზა სარალიძე მთავარი პროკურორის ირაკლი შოთაძის გადადგომას და გამოძიებაზე პასუხისმგებელი პირების დასჯას ითხოვს.მისი თქმით, 6 თვის განმავლობაში პროკურატურა მას ატყუებდა და მისი შვილის მკვლელები არ დასჯილან.

აქციის მონაწილეებს ადგილზე მიტანილი აქვთ სხვადასხვა შინაარსის ტრანსფარანტები: „ნუ მომკლავ“, „გადადგეს შოთაძე“, „პროკურატურა მკვლელებს ხელს აფარებს“, „დაისაჯონ მკვლელები“ და სხვა.

აქციის მონაწილეების ნაწილი ასევე ამბობს, რომ 51-ე სკოლის დირექტორი სკოლის მოსწავლეებს საშუალებას არ აძლევს, რომ სკოლის ტერიტორია დატოვონ და აქციას შეუერთდნენ.

ამასთან, „სამართალდამცველთა რეფორმირების ცენტრის“ ხელმძღვანელის ზვიად კუპრავას განცხადებით, სამართალდამცველებმა პროკურატურისკენ მომავალი ზაზა სარალიძის მხარდამჭერები და მეგობრები დააკავეს. ისინი შს მინისტრს გიორგი გახარაის მათ დაუყოვნებლივ გათავისუფლებას სთხოვენ.

ცნობისთვის, მთავარ პროკურატურაში ირაკლი შოთაძემ ბრიფინგი გამართა და აღნიშნა, რომ ზაზა სარალიძესთან შეხვედრისთვის მზადაა, თუმცა სარალიძე უწყებაში ამ დრომდე არ შესულა, რადგან ის მედიის გარეშე შეხვედრაზე უარს ამბობს.

ტერიტორიაზე სამართალდამცველების დიდი რაოდენობაა მობილიზებული. პროკურატურის მიმდებარედ საავტომობილო გზა გადაკეტილია.

 









ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ნავროცკიმ ზელენსკის მიმართა „თეთრი არწივის“ სკანდალის ფონზე
ღობის საქმის მოსამართლე: თქვენ ყველანი პატიოსანი ადამიანები ხართ, მაგრამ კანონი დაარღვიეთ
ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის რეზოლუციის პროექტში საქართველოში დემოკრატიის უკუსვლაზეა საუბარი
უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ვორონეჟში რაკეტსაწინააღმდეგო ნახევარგამტარების ქარხანაზე იერიში მიიტანეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics