|
2018-05-31 15:55:39, 1022 ნახვა
კომენტარი
შოთაძე: 100 მომწიდან, ოთხის გარდა ვერც ერთი ვერ აწვდის გამოძიებას ინფორმაციას, ვინ გამოიყენა დანა ხორავას ქუჩაზე
„ინციდენტი, რომელიც ჩხუბში გადაიზარდა, ხდებოდა დღისით, მზისით საცხოვრებელი კორპუსის ეზოში. ამაში მონაწილეობდა ათეულობით ახალგაზრდა. არც ერთი, ამ ოთხი ადამიანის გარდა, არ საუბრობს დანის არსებობაზე“, - ამის შესახებ მთავარმა პროკურორმა ირაკლი შოთაძემ საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა. როგორც მან აღნიშნა, დანაშაულთან ბრძოლა საზოგადოების გვერდით დგომის გარეშე ურთულესია. „ხაზი მინდა გავუსვა იმ საგამოძიებო პრობლემატიკას, რასაც გამოძიება ამ საქმის გამოძიებისას წააწყდა. როდესაც ვსაუბრობ ჩემს პასუხისმგებლობაზე, მე ეს პასუხისმგებლობა კარგად მაქვს გათვითცნობიერებული, მაგრამ ჩვენ ყველამ, მთელმა საზოგადოებამ უნდა გავაცნობიეროთ, რომ დანაშაულთან ბრძოლა მარტივი არ არის და საზოგადოების გვერდით დგომის გარეშე არის ურთულესი. მინდა ხაზი გავუსვა იმ საგამოძიებო პრობლემებს, რომლებსაც ჩვენ წავაწყდით საქმის სამართალწარმოებისას. ინციდენტი, რომელიც ჩხუბში გადაიზარდა, ხდებოდა დღისით, მზისით საცხოვრებელი კორპუსის ეზოში. ამაში მონაწილეობდა ათეულობით ახალგაზრდა. არც ერთი, ამ ოთხი ადამიანის გარდა, არ საუბრობს დანის არსებობაზე. ისინი ამბობენ, რომ მათ არ დაუნახავთ, ვის ეჭირა დანა. ამ 100 მოწმიდან, ვინც გამოძიებამ დაკითხა და შემდგომ ეს ადამიანები სასამართლოს წინაშე წარდგნენ, 14 მოწმე არის N51-ე სკოლელი. ისინი არიან მოკლულების მეგობრები და კლასელები. ვერც ერთი მათგანი ვერ აწვდის გამოძიებას ინფორმაციას, ვინ გამოიყენა დანა, ვის ჰქონდა დანა“, – განაცხადა ირაკლი შოთაძემ. მისივე თქმით, პროკურატურა საქმეს აუცილებლად გაასაჩივრებს და ყველაფერს გააკეთებს მართლმსაჯულების ბოლომდე აღსასრულებლად. „ჩვენ ამ საქმეს აუცილებლად გავასაჩივრებთ სასამართლოში და ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ მართლმსაჯულება ბოლომდე აღსრულდეს. ასევე, ჩავატარებთ ყველა საგამოძიებო მოქმედებას, ყველა სხვა საპროცესო მოქმედებას. ჩვენი დიდი სურვილია, ამ პროცესში, უცხოელ ექსპერტებთან ერთად, ჩაერთოს ბატონი ზაზა სარალიძე. ჩვენ ერთად გავაკეთოთ ყველაფერი, რომ აღვასრულოთ მართლმსაჯულება და საზოგადოებაში აღარ დარჩეს კითხვები განხორციელებული მართლმსაჯულების პროცესის მიმართ“, – აღნიშნა ირაკლი შოთაძემ.
Marneuli News: დაცვის თანამშრომელი, რომელიც 11 აპრილს სამსახურებრივი უფლებამოსილების შესრულებისას სცემეს, გარდაიცვალა
დიდი შვიდეულის სამიტზე უკრაინის პრეზიდენტი ტრამპსა და რუბიოს შეხვდა
შსს-ს ახალი სამმართველოს საჩივრის საფუძველზე, ნიკა გვარამიას შეურაცხყოფის ფაქტზე, მოქალაქეს 2000-ლარიანი ჯარიმა დაეკისრა
პაპუაშვილი: ახია საფრანგეთზე! როდესაც სხვა ქვეყნების შიდა საქმეებში ერევი, მზად უნდა იყო იმისთვის, რომ შენც ასევე მოგეპყრობიან
|
რედაქტორის რჩევით
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
ომი უკრაინაში
კიევში მასშტაბური თავდასხმა: ოთხი ადამიანი დაიღუპა, 25 კი დაშავდა
სიბიჰა კიევ-პეჩერის ლავრის დაბომბვაზე - პუტინი საუკუნოდ დაწყევლილი უნდა იყოს და ის წააგებს ამ ომს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)