|
2018-05-31 13:55:48, 952 ნახვა
კომენტარი
კობახიძე: იმედი მაქვს, არასრულწლოვნების მკვლელობის საქმესთან დაკავშირებით სამართლიანი განაჩენი დადგება
„პროკურატურა გეგმავს სააპელაციო დონეზე ამ განაჩენის გასაჩივრებას. მინდა, დიდი იმედი გამოვთქვა, რომ საბოლოო ჯამში, მართლმსაჯულების სისტემაში დადგება სამართლიანი განაჩენი ამ ძალიან მნიშვნელოვან საქმეზე",- ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ბიუროს სხდომაზე განაცხადა. კობახიძე ხორავას ქუჩაზე მომხდარი მოზარდების მკვლელობის საქმეზე, თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას გამოეხმაურა. „მინდა, გამოვეხმაურო დღევანდელ განაჩენს, რომელიც დადგა ძალიან აქტუალურ საქმეზე, ძალიან მგრძნობიარე საქმეზე. საქმე ეხება არასრულწლოვანი ბავშვების მკვლელობას. მოვისმინეთ ჩვენ განაჩენი ამ საქმესთან დაკავშირებით, მოვისმინეთ, ასევე, პროკურატურის პოზიცია, რომელიც აცხადებს, რომ არ გაიზიარა სასამართლომ მის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები, შესაბამისად, პროკურატურა გეგმავს სააპელაციო დონეზე ამ განაჩენის გასაჩივრებას. მინდა, დიდი იმედი გამოვთქვა, რომ საბოლოო ჯამში, მართლმსაჯულების სისტემაში დადგება სამართლიანი განაჩენი ამ ძალიან მნიშვნელოვან საქმეზე, რომელიც უკვე ვთქვი, ეხება ძალიან მძიმე დანაშაულს არასრულწლოვანი ბავშვების მკვლელობას“, - განაცადა ირაკლი კობახიძემ. თბილისის საქალაქო სასამართლომ ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე განაჩენი გამოაცხადა. მკვლელობაში ბრალდებული ერთ-ერთი არასრულწლოვანი გ.ბ ლევან დადუნაშვილთან მიმართებაში სასამართლომ დამნაშავედ ცნო, მაგრამ გაამართლა დავით სარალიძის საქმის ნაწილში. მეორე ბრალდებული გ.ჯ სასამართლომ დავით სარალიძის საქმესთან დაკავშირებით დამნაშავედ ცნო, თუმცა არა მკვლელობის, არამედ განზრახ მკვლელობის მცდელობაში. რაც შეეხება სასჯელის ოდენობას აღნიშნულთან დაკავშირებით მოსამართლე ცალკე სხდომას ჩანიშნავს.
Marneuli News: დაცვის თანამშრომელი, რომელიც 11 აპრილს სამსახურებრივი უფლებამოსილების შესრულებისას სცემეს, გარდაიცვალა
დიდი შვიდეულის სამიტზე უკრაინის პრეზიდენტი ტრამპსა და რუბიოს შეხვდა
შსს-ს ახალი სამმართველოს საჩივრის საფუძველზე, ნიკა გვარამიას შეურაცხყოფის ფაქტზე, მოქალაქეს 2000-ლარიანი ჯარიმა დაეკისრა
პაპუაშვილი: ახია საფრანგეთზე! როდესაც სხვა ქვეყნების შიდა საქმეებში ერევი, მზად უნდა იყო იმისთვის, რომ შენც ასევე მოგეპყრობიან
|
რედაქტორის რჩევით
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
ომი უკრაინაში
კიევში მასშტაბური თავდასხმა: ოთხი ადამიანი დაიღუპა, 25 კი დაშავდა
სიბიჰა კიევ-პეჩერის ლავრის დაბომბვაზე - პუტინი საუკუნოდ დაწყევლილი უნდა იყოს და ის წააგებს ამ ომს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)