20:01 - 22 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-05-31 12:38:56, 1287 ნახვა

სამართალი
დადუნაშვილის ოჯახის ადვოკატი: ფაქტობრივად, დავით სარალიძის მკვლელი დადგენილი არ არის

ხორავას ქუჩაზე მოკლული ლევან დადუნაშვილის ოჯახის ადვოკატი სასამართლოს გადაწყვეტილებას ეთანხმება, თუმცა აცხადებს, რომ მეორე მოკლულის, დავით სარალიძის ნაწილში კითიხვის ნიშნები არსებობს.

ადვოკატის თქმით, სასამართლოს გადაწყვეტილების მიხედვით, დავით სარალიძის მკვლელი დადგენილი არ არის.

„ჩვენ ლევანის ნაწილში, როგორც ველოდით დადგა გამამტყუვნებელი განაჩენი იმ პირის მიმართ, ვისაც ბრალი ჰქონდა წარდგენილი, რაც შეეხება დათოს ნაწილში, ამ ნაწილში არის კითხვები. დათოს ნაწილში გაგვიჩნდა პროტესტის განცდა. ფაქტიურად დათოს მკვლელი დადგენილი არ არის“, - განაცხადა ლევან დადუნაშვილის ოჯახის ადვოკატმა.,

თბილისის საქალაქო სასამართლომ ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე განაჩენი გამოაცხადა. მკვლელობაში ბრალდებული ერთ-ერთი არასრულწლოვანი გ.ბ ლევან დადუნაშვილთან მიმართებაში სასამართლომ დამნაშავედ ცნო, მაგრამ გაამართლა დავით სარალიძის საქმის ნაწილში. მეორე ბრალდებული გ.ჯ სასამართლომ დავით სარალიძის საქმესთან დაკავშირებით დამნაშავედ ცნო, თუმცა არა მკვლელობის, არამედ განზრახ მკვლელობის მცდელობაში. რაც შეეხება სასჯელის ოდენობას აღნიშნულთან დაკავშირებით მოსამართლე ცალკე სხდომას ჩანიშნავს.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ნავროცკიმ ზელენსკის მიმართა „თეთრი არწივის“ სკანდალის ფონზე
ღობის საქმის მოსამართლე: თქვენ ყველანი პატიოსანი ადამიანები ხართ, მაგრამ კანონი დაარღვიეთ
ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის რეზოლუციის პროექტში საქართველოში დემოკრატიის უკუსვლაზეა საუბარი
უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ვორონეჟში რაკეტსაწინააღმდეგო ნახევარგამტარების ქარხანაზე იერიში მიიტანეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics