|
2018-05-25 21:00:42, 1647 ნახვა
ეკონომიკა
ინოვაციების სააგენტოს თანადაფინანსების გრანტების პროგრამის გამარჯვებულები ცნობილია
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს თანადაფინანსების გრანტების პროგრამის გამარჯვებული სტარტაპები ცნობილია. პროგრამის ფარგლებში სულ 18 გამარჯვებული გამოვლინდა. თითოეულ მათგანს 100 ათასი ლარის ოდენობის გრანტი გადაეცა. გამარჯვებული სტარტაპები არიან: • Global Health - ვირტუალური რეალობის ტექნოლოგიის გამოყენებით გლობალური ჯანდაცვის პროფესიულ სასწავლო პროგრამებში ახალი მეთოდოლოგიის ინტეგრაცია • Mostat - WiFi თერმოსტატი ინდივიდუალური გათბობის სისტემისთვის • STYX TMS - ონლაინ პლატფორმა გადაზიდვებისთვის • Ur app - კონტაქტების ცნობარი. • Partshop.ge - ახალი და მეორადი ავტონაწილების მობილური აპლიკაცია. • Smart Cloud Banking - სტარტაპი ფინანსურ ინსტიტუტებს საშუალებას აძლევს სწრაფად აითვისონ მცირე ბიზნესის სეგმენტი პლათფორმის ციფრული არხების გამოყენებით • Traktor - ჭკვიან დამხმარე 500 მილიონი ფერმერისთვის განვითარებად ქვეყნებში • Spy Recipe - ქართული სუნელების ნაზავი რეცეპტებით. • Insurance Tools - ინოვაციური სადაზღვევო პლატფორმა • Eve Grower - მწვანილისა და ბოსტნეულის მოსაყვანი დანადგარი, მზა მიწის კაფსულებითა და ავტომატური მორწყვის რეჟიმით. • Influence Georgia - მარკეტინგის კომპანია აერთიანებს სოციალურ ქსელში გავლენიან და პროფესიონალ ადამიანებს და აკავშირებს მათ კომპანიებთან • Doers - ყველა მომსახურება გამარტივებული გამოძახებით • Vrex - აკავშირებს ადამიანებს ადგილებთან, ვირტუალური რეალობის მეშვეობით და ეხმარება ტურისტებს გადაწყვეტილების მიღებაში. • Anima Chatbotics - პლატფორმა ახალი ტიპის ჩეთბოტებისთვის. პროექტი ქმნის პროგრამებს, რომლებსაც გააჩნიათ ციფრული პერსონალობა. • Wine Finder - სტარტაპი ეხმარება ღვინის ენთუზიასტებს იპოვონ მათი ოცნების ღვინო. • New Technology For Diagnostics Oil Tanks - ნავთობის და ნავთობპროდუქტების ავზების სავალდებულო დიაგნოსტიკის ახალი უნიკალური ტექნოლოგია • LawBot - პირველი ქართული იურისტი ბოტი; • Hostel Pro - უძრავი ქონების მართვის სისტემა გადაწყვეტილება საინვესტიციო კომიტეტმა მიიღო, რომელიც დაკომპლექტებულია მაღალი დონის საერთაშორისო ვენჩურული ინვესტორების მიერ. ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტომ მსოფლიო ბანკის პროექტის ,,ეროვნული ინოვაციების ეკოსისტემის” (GENIE) ფარგლებში თანადაფინანსების გრანტების პროგრამა 2018 წლის 26 თებერვალს დაიწყო. საწყის ეტაპზე შემოსული 132 განაცხადიდან სპეციალურად თანადაფინანსების გრანტების პროგრამისთვის შერჩეულმა უცხოელმა ექსპერტებმა 43 ფინალისტი გამოავლინეს. კონკურსანტებს ფინალური ეტაპისთვის პროგრამისთვის მოწვეული ტრენერები ამზადებდნენ.
თანადაფინანსების გრანტების პროგრამის მიზანია საქართველოში საერთაშორისო პოტენციალის მქონე ინოვაციური პროდუქტების და მომსახურების შემუშავება-ათვისების და კომერციალიზაციის გზით ინოვაციების და ინოვაციური საწარმოების წარმოქმნის სტიმულირება. თანადაფინანსების გრანტები წარმოადგენს დაფინანსების ერთ-ერთ ყველაზე მეტად გავრცელებულ ინსტრუმენტს, რომელიც ინოვაციის მხარდასაჭერად გამოიყენება, როგორც განვითარებული ისე განვითარებადი ეკონომიკის მქონე ქვეყნებში. GENIE პროექტის ფარგლებში გათვალისწინებული იყო თანადაფინანსების გრანტები სტარტაპებისთვის, რომელიც განკუთვნილია დამწყები/ორ წლამდე კერძო, მცირე საწარმოებისთვის. საგრანტო კონკურსისთვის განკუთვნილი მთლიანი ბიუჯეტი შეადგენდა ორ მილიონ ლარს.
(NS)
ყირიმში, ნავთობბაზისა და ბორნის დაბომბვის შემდეგ, მათ შეწყვიტეს საწვავის გაყიდვა და დახურეს ქერჩის გადასასვლელი
აფხაზეთის საოკუპაციო რეჟიმი - თბილისიდან მშვიდობა მხოლოდ ძალის გამოუყენებლობის შესახებ შეთანხმებაა
ალბანეთში ათიათასობით ადამიანმა კუშნერ-ივანკა ტრამპთან დაკავშირებული კურორტის წინააღმდეგ საპროტესტო აქცია გამართა
მოვითხოვთ, 4 ოქტომბრის საქმის საფუძვლიან და ობიექტურ გადახედვას - მეცნიერებათა აკადემია
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
უკრაინის სამივე ყოფილმა პრეზიდენტმა კუჩმამ, იუშენკომ და პარაშენკომ პოლონეთის უმაღლეს ჯილდოზე უარი თქვეს
ბუდანოვმა ნავროცკის გადაწყვეტილების შემდეგ პოლონეთიდან ჯილდო დააბრუნა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)