17:13 - 22 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-05-24 10:55:16, 1309 ნახვა

სამართალი
ხაშურის მუნიციპალიტეტში, უკანონო სახერხი საამქრო გამოავლინეს

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ხაშურის მუნიციპალიტეტში, უკანონო სახერხი საამქრო გამოავლინეს.

სისხლის სამართლის კოდექსში განხორციელებული ცვლილების შესაბამისად, სახერხ საამქროში რეგისტრაციის გარეშე, სახერხი დანადგარის მონტაჟი   ისჯება ჯარიმით ან/და  ერთ წლამდე ვადით, თავისუფლების აღკვეთით. 

სოფელ ცხრამუხაში,  ერთი ერთეული ლენტური ტიპის ხერხი სპეციალურად მოწყობილ ლიანდაგზე იყო დამონტაჟებული. საამქროს ტერიტორიაზე,  3 მ3-მდე პირველადი გადამუშავების პროდუქტი - ფიცარი და 6 ერთეული წიწვოვანი სახეობის დაუფირნიშებელი მორი იყო განთავსებული.

სახერხი დანადგარი დაილუქა. მასალები შემდგომი რეაგირებისათვის, შესაბამის სამართალდამცავ უწყებას გადაეგზავნა.

 

 

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ვორონეჟში რაკეტსაწინააღმდეგო ნახევარგამტარების ქარხანაზე იერიში მიიტანეს
23-25 ივნისს საქართველოში მოსალოდნელია დროგამოშვებით ნალექიანი ამინდი
Nestle-მ ბრიტანეთის მიერ სანქცირებულ ტელეკომპანია „იმედში“ რეკლამის განთავსების გამო შიდა გამოძიება დაიწყო
ხალხის ფულით ივანიშვილის რეჟიმი 2026 წელს გამოშვებულ 592 ახალ ავტომობილს ₾47 მილიონად ყიდულობს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics