14:36 - 16 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-05-23 18:27:10, 1394 ნახვა

კომენტარი
გელბახიანი: პირველადი დათვალიერებით, „ბასიანში“ ტექნიკა ან რაიმე ინვენტარი დაზიანებული არ არის

იქიდან გამომდინარე, რომ ჩვენ გვაქვს შესაძლებლობა კლუბში შევიდეთ, სავარაუდოდ, ივნისის დასაწყისში გავმართავთ ივენთს, - ამის შესახებ კლუბ „ბასიანის“ ერთ-ერთმა დამფუძნებელმა ზვიად გელბახიანმა ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი თქმით, პირველადი დათავლიერებით, კლუბში ტექნიკა ან რაიმე ინვენტარი დაზიანებული  არ არის, თუმცა, ადგილის შესწავლა მაინც მოხდება.

„ეს იყო დაახლოებით 2 საათიდან პროცედურა, რომელსაც ერქვა პირველადი დათვალიერება. პირველადი დათვალიერებით, ტექნიკა დაზიანებული არ არის, ინვენტარი ადგილზეა, მაგრამ ჩვენ ჩვენი მხრიდანაც შევისწავლით და თუ რამე აღმოჩნდება, მივმართავთ შინაგან საქმეთა სამინისტროს. სიმართლე გითხრათ, იმდენად დიდი სივრცეა, რომ არ მაქვს ამჟამად ინფორმაცია რა დარღვევები ფიქსირდება და რა არა“, - განაცხადა გელბახიანმა.

მან ასევე აღნიშნა, რომ კლუბის სამოქმედო გეგმაზე გადაწყვეტილება რამდენიმე საათში გახდება ცნობილი.

„იქიდან გამომდინარე, რომ ჩვენ გვაქვს შესაძლებლობა, კლუბში შევიდეთ, სავარაუდოდ ივნისის დასაწყისში გავმართავთ ივენთს. თუმცა, ჯერ სამოქმედო გეგმებზე გადაწყვეტილება არ მიგვიღია, რადგან დაახლოებით ორი საათია ვიმყოფებით კლუბში. აქედან გავემართებით კლუბის მენეჯმენტთან ერთად და სამომავლო გეგმებზე უახლოეს საათებში შეგატყობინებთ“, - განაცხადა გელბახიანმა.

შეგახსენებთ, 12 მაისის სპეცოპერაციის შემდეგ, კლუბ "ბასიანის" კარი დღეს პირველად გაიღო. კლუბში არსებულ მდგომარეობას მფლობელები და მათი ადვოკატები სამართალდამცველებთან ერთად გაეცნენ.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ემანუელ მაკრონმა ვოლოდიმირ ზელენსკის მასსა და დონალდ ტრამპს შორის შეხვედრის ორგანიზება შესთავაზა
საქართველოს რკინიგზის ყოფილი ხელმძღვანელი დავით ფერაძე დააკავეს
საელჩო: დიდმა ბრიტანეთმა სანქციების ახალ პაკეტში შეიყვანა ხომალდი SILVAR, რომელიც წლის დასაწყისში საქართველოს პორტში იმყოფებოდა
„საქართველოს ბანკის“ წარმომადგენელმა NextGen Payments & RegTech Forum-ზე გამოცდილება გააზიარა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics