14:36 - 16 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-05-23 11:18:26, 1248 ნახვა

კომენტარი
ირაკლი კობახიძე: დარწმუნებული ვარ, შემდეგი პრეზიდენტი იქნება ინტელექტუალი და განათლებული

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით, პრეზიდენტი საკუთარ ადმინისტრაციას დეპუტატების მიმართ შეურაცხმყოფელ განცხადებებს აჟღერებინებს. ამის შესახებ ირაკლი კობახიძემ ტელეკომპანია „იმედის" პირდაპირ ეთერში განაცხადა.

„პირდაპირ ვიტყვი, როცა უზრდელური გამონათქვამებით გამოდის პრეზიდენტის ადმინისტრაცია, ეს ნიშნავს იმას, რომ უზრდელური გამონათქვამით გამოდის თვითონ პრეზიდენტი. ნაცვლად ასეთი შეურაცხმყოფელი განცხადებებისა, რომლებსაც აჟღერებინებს ხოლმე პრეზიდენტი თავის ადმინისტრაციას და მე პირდაპირ ვიტყვი, როცა უზრდელური გამონათქვამებით გამოდის პრეზიდენტის ადმინისტრაცია, ეს ნიშნავს იმას, რომ უზრდელური გამონათქვამით გამოდის თვითონ პრეზიდენტი. როცა ფიქრია ჩიხრაძე, გიორგი აბაშიშვილი, ანა დოლიძე და ასე შემდეგ, როდესაც ისინი შეურაცხყოფას აყენებენ დეპუტატებს, სხვა პოლიტიკოსებს, ამ დროს შეურაცხყოფას აყენებს პრეზიდენტი ამ ადამიანებს. პრეზიდენტი არ შეიძლება, ასეთ როლში იყოს.  მე დარწმუნებული ვარ, რომ შემდეგი პრეზიდენტი, რომელიც აირჩევა უკვე ოქტომბრის საპრეზიდენტო არჩევნებში, იქნება ინტელექტუალი, იქნება განათლებული და ასეთი ადამიანი ვერ გააკეთებს იმას, რაც არის, სამწუხაროდ, ჩამოყალიბებული პრაქტიკა დღევანდელ რეალობაში",- განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ. 

მისივე თქმით, გიორგი მარგველაშვილი მმართველ გუნდს საპრეზიდენტო არჩევნებში კონკურენციას ვერ გაუწევს.

რაც შეეხება გამარჯვებას, მე დარწმუნებული ვარ, რომ ქართულმა საზოგადოებამ უკვე გააკეთა რამდენიმე არჩევანი ამ წლების განმავლობაში, მათ შორის, ბოლო ორი წლის განმავლობაში. ჩვენ ვხედავთ, რომ ქართველი ხალხი, საზოგადოება, მისი უმრავლესობა, რა თქმა უნდა, არ არის საუბარი თითოეულ მოქალაქეზე, თითოეულ ამომრჩეველზე, ყველას აქვს თავისი არჩევანი და ჩვენ თითოეული ამომრჩევლის არჩევანს, ბუნებრივია, პატივს ვცემთ, თუმცა, გამოჩნდა ის, რომ ქართული საზოგადოება დგას „ქართულ ოცნებასთან" და ის ახდენს იმ კურსის ლეგიტიმაციას, რომელიც არის ჩამოყალიბებული „ქართული ოცნების" მიერ",-განაცხადა კობახიძემ. 

 

 

 

 





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ემანუელ მაკრონმა ვოლოდიმირ ზელენსკის მასსა და დონალდ ტრამპს შორის შეხვედრის ორგანიზება შესთავაზა
საქართველოს რკინიგზის ყოფილი ხელმძღვანელი დავით ფერაძე დააკავეს
საელჩო: დიდმა ბრიტანეთმა სანქციების ახალ პაკეტში შეიყვანა ხომალდი SILVAR, რომელიც წლის დასაწყისში საქართველოს პორტში იმყოფებოდა
„საქართველოს ბანკის“ წარმომადგენელმა NextGen Payments & RegTech Forum-ზე გამოცდილება გააზიარა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics