15:50 - 22 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-05-18 14:14:38, 1616 ნახვა

სამართალი
კახიძე - შს მინისტრთან კითხვები გამოუძიებელ საქმეებზე, გაზრდილ კრიმინალსა და 12 მაისის სპეცოპერაციაზე გვექნება

გამოუძიებელ საქმეებზე, გაზრდილ კრიმინალსა და 12 მაისის სპეცოპერაციის მიზანშეწონილობაზე გავამახვილებთ ყურადღებას, - ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ წევრმა ოთარ კახიძემ შს მინისტრის პარლამენტში მისვლასთან დაკავშირებით განაცხადა.

როგორც კახიძემ აღნიშნა, ოპოზიციას აინტერესებს, რა ქმედით ღონისძიებებს ატარებს შინაგან საქმეთა სამინისტრო ქვეყანაში არსებული ვითარების გასაუმჯობესებლად.

,,ჩვენ გვაქვს დანაშაულის უპრეცენდენტო ზრდა, რაც ძალიან აწუხებს ჩვენს საზოგადოებას. გვაინტერესებს თუ რა ქმედით ღონისძიებას ატარებს სამინისტრო ამ ვითარების შესაცვლელად, ვინაიდან სისხლის სამართლის პოლიტიკის ცვლილებას ჩვენ ვერ ვხედავთ. ამავე დროს მრავლად არის გამოუძიებელი საქმეები, რომელიც დაგროვილია სამინისტროში. პრობლემაა პოლიციელთა მხრიდან უფლებამოსილების გადამეტების და ამ საკითხებზე რეაგირების შემთხვევები. 

 აუცილებლად შევეხებით 12 მაისის სპეცოპერაციას, რამდენად მიზანშეწონილი იყო სპეცრაზმის გამოყენება და კლუბებში შეჭრა მაშინ, როდესაც დაკავებულები იყვნენ უკვე ნარკორეალიზატორები და რა კავშირი აქვს ხელისუფლებას მოძალადე ფაშისტურ ჯგუფთან, რომლის გამოყენებითაც დააშანტაჟეს კანონიერი კონსტიტუციური აქციის მონაწილეები“, - განაცხადა ოთარ კახიძემ.

ცნობისთვის, დღეს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, შინაგან საქმეთა მინისტრს, გიორგი გახარიას მოუსმენენ.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
23-25 ივნისს საქართველოში მოსალოდნელია დროგამოშვებით ნალექიანი ამინდი
Nestle-მ ბრიტანეთის მიერ სანქცირებულ ტელეკომპანია „იმედში“ რეკლამის განთავსების გამო შიდა გამოძიება დაიწყო
ხალხის ფულით ივანიშვილის რეჟიმი 2026 წელს გამოშვებულ 592 ახალ ავტომობილს ₾47 მილიონად ყიდულობს
5 თვეში, ივანიშვილის რეჟიმმა საგზაო ჯარიმებით რეკორდული ₾130 მილიონი აკრიფა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics