|
2018-05-17 16:37:03, 1134 ნახვა
სამხედრო
საკონტრაქტო სამხედრო სამსახურში მიღება გრძელდება
ამჯერად ჯარისკაცებმა საინფორმაციო შეხვედრები დასავლეთ საქართველოს სხვადასხვა რაიონულ ცენტრებში გამართეს. სამხედრო მოსამსახურეებმა ადგილობრივ მცხოვრებლებს საკონტრაქტო სამხედრო სამსახურის შესახებ ინფორმაცია მიაწოდეს და პირობები დეტალურად გააცნეს. საინფორმაციო კამპანია დღეს ქალაქ ხონში, ზუგდიდში და სამტრედიაში გაიმართა. სამხედრო მოსამსახურეები ადგილობრივ მოსახლეობას საკონტრაქტო სამხედრო სამსახურის პირობებს, სამსახურში ჩარიცხვის წესებსა და პრივილეგიებს, რომელიც მომავალ სამხედრო მოსამსახურეებს კარიერის განმავლობაში ექნებათ, სპეციალური საინფორმაციო ბროშურებისა და თავდაცვის სამინისტროს გაზეთების საშუალებით აცნობენ. ოთხწლიანი საკონტრაქტო სამხედრო სამსახურის გავლა 35 წლამდე მოქალაქეებს შეუძლიათ. საბუთების მიღება წარმოებს ყოველ დღე, შაბათ-კვირის გარდა, 10:00 სთ-დან 16:00 სთ-მდე, ქალაქ თბილისში, მხარდამჭერი ცენტრი „კრწანისის“ ბაზისა და ქალაქ ქუთაისში, მესამე ქვეითი ბრიგადის ტერიტორიაზე. ასევე 22 მაისიდან დაინტერესებულ პირებს შესაძლებლობა ექნებათ რეგისტრაციისთვის მიმართონ თელავის მეოცე კადრირებულ ბრიგადას, სენაკის მეორე ქვეით ბრიგადას და ქალაქ ბათუმში ადლიის ბატალიონის ტერიტორიაზე არსებულ სარეგისტრაციო პუნქტებს. ტელეფონი: 595 05 06 85, 595 05 06 73, ონლაინ რეგისტრაცია: onlinebct.mod.gov.ge.
(NS)
ვიღებთ სრულ პასუხისმგებლობას ანტიდოპინგური პროცესის გაუმჯობესებაზე – რაგბის კავშირი
პუტინმა განაცხდა უკვე მეშვიდედ, რომ რაკეტა სარმატა გამოსცადა
ზატულინი -ევროკავშირი საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ „მეორე ფრონტის“ გახსნისკენ უბიძგებს
საქართველოში რუსეთის ინტერესების სექცია - ახალი პატრიარქის არჩევის შესახებ ამბავი რუსეთში დიდი ენთუზიაზმით მიიღეს
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)