|
2018-05-16 13:26:43, 1570 ნახვა
ეკონომიკა
ბახტაძე: მთავრობამ გადაწყვიტა თბილისის მუნიციპალიტეტისთვის ტრანსფერი 30 მილიონი ლარით გაზარდოს
საქართველოს მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება, 30 მლნ ლარით გაზარდოს ტრანსფერი თბილისის მუნიციპალიტეტისთვის, - ამის შესახებ ფინანსთა მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ პრემიერ-მინისტრთან გამართული სამუშაო შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომელზეც დედაქალაქის მერთან ერთად განხილულ იქნა პრემიერ-მინისტრის ინიციატივა ქვეყანაში ჯანსაღი ცხოვრების წესის ხელშეწყობის შესახებ. დამატებით გამოყოფილი 30 მილიონი ლარი თბილისის მერიას საშუალებას მისცემს, მიმდინარე წელსვე განახორციელოს 2019-2020 წლებისთვის დაგეგმილი ინფრასტრუქტურული პროექტები. ეს დედაქალაქის მუნიციპალიტეტს მომდევნო ორი წლის ბიუჯეტში გამოუთავისუფლებს ფინანსურ რესურსს, რომელიც სპორტული ინფრასტრუქტურის განვითარებაზე დაიხარჯება. „აღნიშნული თანხა მოხმარდება თბილისში საავტომობილო გზების რეაბილიტაციას. აღნიშნული პროგრამა უნდა დასრულებულიყო შემდეგი 2 წლის განმავლობაში, თუმცა გამომდინარე იქიდან, რომ ჩვენ ერთი მხრივ, გვაქვს ძალიან კარგი შედეგები ბიუჯეტის შესრულებასთან დაკავშირებით, ხოლო მეორე მხრივ, თბილისის მუნიციპალიტეტში მიმდინარეობს კაპიტალური პროექტების საკმაოდ ეფექტური ათვისება, მივიღეთ გადაწყვეტილება, წელსვე დავაკორექტიროთ თბილისის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტი დამატებით 30 მლნ ლარით. შედეგად, თბილისის მუნიციპალიტეტს, ექნება საშუალება დაიწყოს სპორტულ-გამაჯანსაღებელი ობიექტების პროექტირება. ეს ნიშნავს იმას, რომ მომავალ წლებში, ჩვენ გამოვათავისუფლებთ თანხებს, რომელიც უნდა მოხმარდებოდა გზების რეაბილიტაციას, მივმართავთ სპორტული ობიექტების ასაშენებლად“, - აღნიშნა მამუკა ბახტაძემ. მისი თქმით, ამ მიმართულებას მნიშვნელოვანი ყურადღება დაეთმობა საქართველოს რეგიონებშიც. როგორც ფინანსთა მინისტრმა აღნიშნა, ჩვენ გვაქვს საშუალება, გაზრდილი დაფინანსებიდან, რომელსაც მთავრობა მიიღებს საერთაშორისო ფინანსური ინტიტუტებიდან, დიდი ნაწილი მოხმარდეს მნიშვნელოვანი პროექტების დაფინანსებას. „მოგეხსენებათ, რომ საქართველოში სტუმრად იმყოფება მსოფლიო ბანკის დელეგაცია. ეს არის ისტორიული ვიზიტი, ესაა პირველი შემთხვევა, როდესაც აღმასრულებელ დირექტორთა დელეგაცია ჩამოსულია საქართველოში. უახლოეს მომავალში, დაახლოებით, ერთი თვის ვადაში, მსოფლიო ბანკში მოხდება გადაწყვეტილების მიღება და ჩვენ გვაქვს მოლოდინი, რომ საქართველოსთვის მნიშვნელოვნად გაიზრდება პორტფელი. შედეგად, ჩვენ მსოფლიო ბანკში შემავალი ფინანსური ორგანიზაციების მეშვეობით, გვექნება დამატებითი ფინანსური რესურსი მნიშვნელოვანი პროექტების დასაფინანსებლად, რომელიც მიმართული იქნება განათლების რეფორმის მხარდასაჭერად, ამავე დროს, საქართველოში სპორტული ცხოვრების წახალისებისთვის“, - განაცხადა ფინანსთა მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ.
(NS)
ყირიმში, ნავთობბაზისა და ბორნის დაბომბვის შემდეგ, მათ შეწყვიტეს საწვავის გაყიდვა და დახურეს ქერჩის გადასასვლელი
აფხაზეთის საოკუპაციო რეჟიმი - თბილისიდან მშვიდობა მხოლოდ ძალის გამოუყენებლობის შესახებ შეთანხმებაა
ალბანეთში ათიათასობით ადამიანმა კუშნერ-ივანკა ტრამპთან დაკავშირებული კურორტის წინააღმდეგ საპროტესტო აქცია გამართა
მოვითხოვთ, 4 ოქტომბრის საქმის საფუძვლიან და ობიექტურ გადახედვას - მეცნიერებათა აკადემია
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
უკრაინის სამივე ყოფილმა პრეზიდენტმა კუჩმამ, იუშენკომ და პარაშენკომ პოლონეთის უმაღლეს ჯილდოზე უარი თქვეს
ბუდანოვმა ნავროცკის გადაწყვეტილების შემდეგ პოლონეთიდან ჯილდო დააბრუნა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)