16:13 - 14 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-05-11 19:26:37, 1425 ნახვა

კომენტარი
სააკაშვილი: ივანიშვილმა გამოაცხადა, რომ პოლიტიკაში ჩემი დაბრუნების შიშით და „რუსთავი 2“-ის გამო დაბრუნდა

„ივანიშვილმა გამოაცხადა, რომ პოლიტიკაში დაბრუნდა ჩემი დაბრუნების შიშით და „რუსთავი 2“-ის გამო,“ - ასე გამოეხმაურა  საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკაში დაბრუნებას.

მისი თქმით, საქართველოს მოქალაქეების უმრავლესობას მისი დაბრუნება სურს და ივანიშვილის პოლიტიკაში „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის რანგში დაბრუნება შიშით არის განპირობებული.

„ივანიშვილმა გამოაცხადა,რომ პოლიტიკაში "დაბრუნდა" ჩემი დაბრუნების შიშით და რუსთავი 2 გამო.
რაც ხალხის ჩემს მიმართ სწორ პოზიციაზე გადასვლის და მის მძარცველურ პოლიტიკაზე თვალის ახელით აიხსნება.ავტორიტეტული საერთაშორისო ორგანიზაციის "transparency internationalis" გამოკითხვა ნათლად ადასტურებს,რომ საქართველოს მოქალაქეების უმრავლესობას სურს ჩემი დაბრუნება.

ივანიშვილის მიერ საქართველოს ხელში ჩაგდება,სხვა გარემოებებთან ერთად,ჩემი პირადი შეცდომების ბრალიცაა და მე აუცილებლად ჩამოვალ საქართველოში,ჩემი ამ შეცდომების გამოსწორების მიზნით.
ასე რომ,ივანიშვილს სწორად ეშინია-მე ჩემს ხალხს ამ კრიმინალური სინდიკატის ხელში,ნამდვილად არ დავტოვებ“,- წერს სააკაშვილი „ფეისბუქის“ საკუთარ გვერდზე. 

ცნობისთვის, დღეს „ქართული ოცნების“ რიგით მე-5 ყრილობაზე პარტიის თავმჯდომარედ ბიძინა ივანიშვილი აირჩიეს. ყრილობამ ასევე პატიის განახლებული პოლიტსაბჭო დაამტკიცა.

 









ავტორი: ,


სოციალური ქსელები
პირმა წარსულში არსებული დავის ნიადაგზე 2 კაცი მოკლა
ახმეტაში, შვილის გადარჩენის მცდელობისას მამაკაცი ტბაში დაიხრჩო
ბრიტანეთმა რუსული „ჩრდილოვანი ფლოტის“ ტანკერი დააკავა
დრონის დარტყმები რუსეთში: ხანძარი ტულის რეგიონში მდებარე „აზოტის“ ქარხანაში
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics