11:20 - 22 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-05-11 12:27:08, 1438 ნახვა

სამართალი
შსს-მ უცხო ქვეყნის მოქალაქის ძარცვის ბრალდებით ორი პირი დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, ჯგუფურად ჩადენილი ძარცვის ბრალდებით, წარსულში ქურდობისა და ძალადობისთვის ნასამართლევი პირები -  1995 წელს დაბადებული ჯ. გ. და 1997  წელს დაბადებული  ო.ა. დააკავეს.

უწყების ინფორმაციით, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა თბილისში ირანის მოქალაქეს - 1987 წელს დაბადებულ ი.ა.-ს  ფული, მობილური  ტელეფონი, პასპორტი და სახლის გასაღები წაართვეს, რის შემდეგაც შემთხვევის ადგილიდან მიიმალნენ.

„დანაშაულის ჩამდენი პირების, ასევე ფაქტის თვითმხილველი ტაქსის მძღოლის ვინაობა, რომელმაც აღნიშნული დანაშაული დაფარა,  შემთხვევიდან მოკლე დროში დავადგინეთ და დავაკავეთ. 

გამოძიება ჯგუფურად ჩადენილი ძარცვის ფაქტზე, საქართველოს სსკ-ს 178-ე მუხლის მე-3 ნაწილით მიმდინარეობს“, - განაცხადა ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის მთავარი სამმართველოს უფროსმა მამუკა ჭელიძემ.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
გულია: აფხაზეთს შეუძლია დღეში ათასი უპილოტო საფრენი აპარატით შეუტიოს საქართველოს და 10 დღეში გაიმარჯვოს
„რუმს ჰოტელსისა“ და „აჭარა ჯგუფის“ დამფუძნებელი თემურ უგულავა გარდაიცვალა
რუსეთი შავ ზღვაში თურქულ გემს თავს დაესხა, რასაც მსხვერპლი მოჰყვა
ერთი მოწვევა, ორი საჩუქარი - ახალი შესაძლებლობა თიბისის მობაილბანკში
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics