14:31 - 14 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-05-09 10:58:49, 1484 ნახვა

კომენტარი
პრეზიდენტი: ჩვენმა წინაპრებმა მსოფლიოს მასშტაბით შეძლეს და დაამარცხეს ფაშიზმი, როგორც ადამიანზე ძალადობის რეჟიმი

საქართველოს პრეზიდენტის გიორგი მარგველაშვილის განცხადებით, ფაშიზმზე გამარჯვების დღე კაცობრიობის ისტორიაში უმნიშვნელოვანესი დღეა. 

პრეზიდენტმა ყველას ვინც ფაშიზმზე გამარჯვებაში მონაწილეობდა მადლობა გადაუხადა. 

მისი გადაწყვეტილებით, ფაშიზმზე გამარჯვებისა და მეორე მსოფლიო ომის ვეტერანთა მოძრაობის განვითარების საქმეში შეტანილი პირადი წვლილისათვის ღირსების ორდენით დაჯილდოვდებიან 100 წლის და 100 წელს გადაცილებული ომის ვეტერანები.

"ჩვენმა წინაპრებმა მთელი მსოფლიოს მასშტაბით შეძლეს და დაამარცხეს ფაშიზმი, როგორც ადამიანზე ძალადობის და ანტიადამიანური რეჟიმი, რომელიც ემუქრებოდა კაცობრიობას. წელს ჩვენ ვაჯილდოვებთ 100 წლის და 100 წელზე უფროს მეორე მსოფლიო ომის ვეტერანებს. მათ დაამარცხეს არა მხოლოდ ფაშიზმი, არამედ მათ დაამარცხეს დროც და მოიგეს ბრძოლაში. მადლობთ ამ დიდი გამარჯვებისთვის. ალბათ, ჩვენ უნდა შევძლოთ, რომ ახალგაზრდა თაობას მეტად მივცეთ შესაძლებლობა დააფასონ ამ ადამიანების ღვაწლი. ბუნებრივია, მათი პატივისცემა და მათთვის ყურადღების გამოხატვა, ჩვენთვისვე არის ძალიან მნიშვნელოვანი”, - განაცხადა მარგველაშვილმა. 





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ბრიტანეთმა რუსული „ჩრდილოვანი ფლოტის“ ტანკერი დააკავა
დრონის დარტყმები რუსეთში: ხანძარი ტულის რეგიონში მდებარე „აზოტის“ ქარხანაში
ტრამპის ადმინისტრაციამ 20 მდე მიგრანტი ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში გადაასახლა, მათ შორის არიან ქართველებიც
ტრამპი ირანთან შეთანხმების მიღწევას დაჰპირდა, თუმცა თეირანი რაიმე შეთანხმებას უარყოფს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics