05:27 - 10 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-05-04 16:27:48, 787 ნახვა

რეგიონი
შუახევში აჭარის დედასამშობლოსთან დაბრუნების 140 წლისთავისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა

შუახევის მუნიციპალიტეტის მერიის სააქტო დარბაზში აჭარის არ მთავრობის საქვეუწყებო დაწესებულება საარქივო სამმართველოს წარმომადგენლებმა აჭარის დედასამშობლოსთან დაბრუნების 140 წლისთავისადმი მიძღვნილი ღონისძიება გამართეს.

ღონისძიებას საარქივო სამმართველოს უფროსი მაია ივანიშვილი, უფროსის მოადგილეები, შუახევივის მერი ფრიდონ ფუტკარაძე, საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი დავითაძე, შუახევის არქივის ხელმძღვანელი კახა დავითაძე, საარქივო სამმართველოს სამსახურის წარმომადგენლები, მუნიციპალიტეტის სხვა ხელმძღვანელი პირები და თვითმმართველობის თანამშრომლები ესწრებოდნენ.

ღონისძიება გახსნა და დამსწრე საზოგადოებას მიესალმა საარქივო სამმართველოს უფროსი მაია ივანიშვილი.

მოხსენებებით გამოვიდნენ და აჭარის დედასამშობლოსთან დაბრუნების 140 წლისთავის შესახებ ისაუბრეს სარქივო სამმართველოს უფროსის მოადგილეებმა სოსო სტურუამ, ბესიკ ბაუჩაძემ;

საზღარგარეთთან, საზოგადოებასთან, მასმედიასთან ურთიერთობის, პუბლიკაციის და გამოყენების სამსახურის უფროსმა თამაზ ფუტაკარაძემ და საარქივო სამმართველოს აღრიცხვისა და სამეცნიერო - საცნობარო განყოფილების უფროსმა მაია რურუამ.

სტუმრებს და დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართეს ასევე შუახევის მერმა ფრიდონ ფუტკარაძემ და საკრებულოს თავმჯდომარე გირგი დავითაძემ.

ღონისძიების მსვლელობისას ნაჩვენები იქნა აჭარის დედასამშობლოსთან დაბრუნების ამსახველი სლაიდშოუ.

 

 

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
iFact: სანქცირებული ტანკერის ტვირთი ყულევის პორტში ჩავიდა
პარლამენტმა სახელმწიფო ქონება იმპორტზე აქციზის გადასახადისგან გაათავისუფლა
რუსეთმა შეერთებულ შტატებს ევროპიდან ყველა ბირთვული იარაღის გაყვანა მოსთხოვა
პუტინის ბირთვული მუქარის შემდეგ ნატოს ქვეყნებმა რეკორდული ტემპით ჩადეს ინვესტიციები ბირთვულ იარაღში
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics