09:37 - 14 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-04-30 15:43:58, 1905 ნახვა

კომენტარი
ანა ნაცვლიშვილი: პრეზიდენტს ყოველ წელს ჰქონდა მზაობა, საპარლამენტო გამოსვლა დებატების ფორმატში გამართულიყო

პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანი ანა ნაცვლიშვილი, პრეზიდენტის ყოველწლიური მოხსენების შემდეგ პოლიტიკური დებატების გამართვას მიესალმება.

ნაცვლიშვილის თქმით, დებატების ფარგლებში ყველა მნიშვნელოვანი საკითხი განიხილება.

"ჩვენ მივესალმებით დებატებს. ყოველ წელს გვქონდა მზაობა და ღიაობა იმისათვის, რომ ყოფილიყო პრეზიდენტის გამოსვლის შემდეგ დებატები. ბუნებრივია წელსაც მივესალმებით ამ დებატების გამართვას და რაც შეიძლება ფართო განხილვას საკითხების, რომლებიც არის საჭირბოროტო ქვეყნისთვის”, - განაცხადა ანა ნაცვლიშვილმა.

ცნობისთვის, პარლამენტის ვიცე-სპიკერმა გია ვოლსკიმ განაცხადა, რომ პრეზიდენტის ყოველწლიური მოხსენების დროს პოლიტიკური დებატები უნდა შედგეს. თავის მხრივ პარტია "ევროპული საქართველოს" წევრმა სერგო რატიანმა აღნიშნა, რომ საპარლამენტო ოპოზიცია დებატების გამართვას მიესალმება.

შეგახსენებთ, რომ პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი პარლამენტის წინაშე ყოველწლიური მოხსენებით 2 მაისს წარსდგება.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ირმა ინაშვილი - დავაკავეთ დამნაშავე პოლიციელებიო, სიამაყით რომ წერთ, 4 წლის მანძილზე ამ სადისტებმა კიდევ რამდენი დაკავებული აწამეს
მოსკოვმა ბენზინის გაყიდვებზე შეზღუდვები დააწესა
მივმართავთ ადამიანებს, ვისაც აქვთ სისტემური წამების კადრები, გაასაჯაროვეთ – ალიანსი
ხორგუანი: მივმართავ თავდაცვის და უსაფრთხოების კომიტეტს, სასწრაფოდ მოიწვიონ კომიტეტის სხდომა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics