07:09 - 22 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-04-27 18:06:10, 2214 ნახვა

სამართალი
კუბლაშვილი: ექსპერტიზამ დაადგინა, რომ ხელყუმბარაზე მაჩალიკაშვილის თითის ანაბეჭდები არ დაფიქსირებულა

პანკისის ხეობაში სპეცოპერაციის შედეგად დაღუპული თემირლან მაჩალიკაშვილის ადვოკატის, მარიამ კუბლაშვილის ინფორმაციით, ექპერტიზამ დაადგინა, რომ ხელყუმბარაზე მისი დაცვის ქვეშ მყოფის თითის ანაბეჭდების კვალი არ აღმოჩნდა.

როგორც კუბლაშვილმა აღნიშნა, ხელყუმბარაზე არც მაჩალიკაშვილის დნმ-ის კვალი დაფიქსირდა.

"პასუხი არის შემდეგი, არის გარკვეული ნაწილაკები, თუმცა რთულია მისი იდენტიფიცირება და აქედან გამომდინარე დასკვნაა, რომ თემირლან მაჩალიკაშვილის თითის ანაბეჭდები არ ფიქსირდება წარმოდგენილ ხელყუმბარაზე, რომელიც შემთხვევის ადგილიდან იქნა ამოღებული. უმთავრესი არგუმენტი, რომ თემირლანს ეჭირა ხელყუმბარა არ დადასტურდა“, - განაცხადა კუბლაშვილმა.

მისივე თქმით, შემთხვევის ადგილიდან ხელყუმბარა ნამდვილად ამოიღეს, თუმცა კუბლაშვილი მიიჩნევს, რომ ის ადგილზე მოგვიანებით მიიტანეს

„წარმოდგენილი მტკიცებულებებით დავადასტურეთ, რომ მას ხელში ეჭირა ტელეფონი ზუსტად 5 წუთის ინტერვალშია გასროლილი, რაც მან მოკლე ტექსტური შეტყობინება გააგზავნა“,- აღნიშნა კუბლაშვილმა.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ყირიმში, ნავთობბაზისა და ბორნის დაბომბვის შემდეგ, მათ შეწყვიტეს საწვავის გაყიდვა და დახურეს ქერჩის გადასასვლელი
აფხაზეთის საოკუპაციო რეჟიმი - თბილისიდან მშვიდობა მხოლოდ ძალის გამოუყენებლობის შესახებ შეთანხმებაა
ალბანეთში ათიათასობით ადამიანმა კუშნერ-ივანკა ტრამპთან დაკავშირებული კურორტის წინააღმდეგ საპროტესტო აქცია გამართა
მოვითხოვთ, 4 ოქტომბრის საქმის საფუძვლიან და ობიექტურ გადახედვას - მეცნიერებათა აკადემია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics