|
2015-05-21 18:25:32, 490 ნახვა
პოლიტიკა
მიხეილ სააკაშვილი: მთავრობის ძირითადი საზრუნავი რიგაში ყოფილა, რომ ლატვიის მთავრობამ დამაკავოს და ამ უდღეურებს გადამცეს
გავრცელებული ინფორმაციით, საქართველოს მთავარმა პროკურატურამ რიგაში ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის დაკავების შესახებ მოთხოვნა გააგზავნა. რიგაში მყოფმა მიხეილ სააკაშვილმა ქართველ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ეს ამბავი რუსი ჟურნალისტისგან შეიტყო, როცა ამ თემაზე კითხვა დაუსვა. სააკაშვილის შეფასებით, გამოდის, რომ საქართველოს მთავრობის მთავარი საზრუნავი რიგაში არა უვიზო რეჟიმის მოპოვება, არამედ მისი დაკავება ყოფილა. " ახლა გავიგე თქვენი კოლეგა რუსი ჟურნალისტისგან კითხვა დამისვა და არც გამიკვირდა, საქართველოს მთავრობის ძირითადი საზრუნავი რიგაში უვიზო რეჟიმის მოპოვება კიარ ყოფილა, თურმე ლატვიის მთავრობამ უნდა დამაკავოს და გადამცეს ამ უდღეურებს.მთავრობას როცა ეს პრიორიტეტი აქვს, იმ მთავრობისგან როგორ შეიძლება რამე დადგეს საერთოდ.გარდა იმისა, რომ თავს იბანძებს, ქვეყანას დააცინიებს, ყველა იტყვის, რომ ეს ქართველები რაღაც ვერ არიან, მთავრობაზე რა თქმა უნდა. ამავე დროს, არც იმის ენერგია აქვს, რომ რაღაც კონსტრუქციული გააკეთოს თავისი ხალხისთვის, დაგვანებონ მე და ყველას თავი და მიხედონ ხალხს, იმიტომ, რომ ჩვენს ხალხს ძალიან უჭირს და რაღაცა უნდა ვიღონოთ ყველამ",-განაცხადა მიხეილ სააკშვილმა. "ექსპრესნიუსი" პროკურატურის პრესსამსახურს დაუკავშირდა და შეეცადა გაერკვია, მართლაც გააგზავნა თუ არა პროკურატურამ რიგაში მოთხოვნა მიხეილ სააკაშვილის დაკავების შესახებ, თუმცა უწყების პრესსამსახურში განაცხადეს, რომ ამ თემაზე ინფორმაცია არ აქვთ.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
პოლიციის მიერ გორში ნაცემ ახალგაზრდებს საქმეზე საუბარი შანტაჟით აუკრძალეს, გაუთქმელობაზე მოაწერინეს ხელი ადვოკატსაც
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთში უკრაინის წინააღმდეგ საბრძოლველად მსურველთა რიცხვი ერთ წელიწადში 20%-ით შემცირდა
უკრაინაში რუსული არმია დღეში 300 ადამიანს კარგავს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)