01:16 - 14 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-04-12 15:41:24, 1479 ნახვა

კომენტარი
ნაცვლიშვილი: იმ საკითხებზე, რაზეც საუბარია Freedom House-ის ანგარიშში პრეზიდენტის მხრიდან არაერთხელ იყო საუბარი

საქართველოს პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანი ანა ნაცვლიშვილი Freedom house- ის ანგარიშს ეხმაურება და აცხადებს, რომ იმ კრიტიკულ საკითხებზე, რაც Freedom house- ის ანგარიშშია მოხვედრილი და შეფასებულია უკუსვლა, პრეზიდენტი ხშირად მიუთითებდა.

"ის საკითხები, რაზეც საუბარია Freedom house- ის ანგარიშში და შეფასებულია უკუსვლა, არაერთხელ, ჯერ კიდევ, ამ პრობლემების ადრეულ ეტაპზე, ხაზგასმულ იქნა პრეზიდენტის მხრიდან, რომ ამ მიმართულებებით იყო ეს სასამართლო, მედია თუ ა.შ. ქვეყანას ჰქონდა სერიოზული გამოწვევები და რომ ეს თემები იყო მისახედი. სამწუხაროა, რომ არ მოხდა ამ მიმართულებით საკითხების გადაჭრა და ახლა უკვე ამ თემებზე ღიად და კრიტიკულად საუბრობს საკმაოდ დიდი ავტორიტეტის მქონე საერთაშორისო ორგანიზაცია. 

ბუნებრივია,  Freedom house- ის მოსაზრებებს სერიოზულად ადევნებენ თვალყურს ჩვენი პარტნიორები და ეს არის ყურადსაღები ჩვენთვისაც.

კიდევ ერთხელ ძალიან სამწუხაროა, რომ თემები, რაზეც საუბრობს პრეზიდენტი, რაზეც საუბრობს ქვეყნის შიგნით არაერთი აქტორი, რომ არის პრობლემები და არ ხდება ამ პრობლემებზე დროული რეაგირება და ეს პრობლემები კიდევ უფრო სერიოზულ რეზონანსს იძენს, როგორც ეს მოხდა Freedom house- ის ანგარიშში", - განაცხადა ნაცვლიშვილმა.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ირმა ინაშვილი - დავაკავეთ დამნაშავე პოლიციელებიო, სიამაყით რომ წერთ, 4 წლის მანძილზე ამ სადისტებმა კიდევ რამდენი დაკავებული აწამეს
მოსკოვმა ბენზინის გაყიდვებზე შეზღუდვები დააწესა
მივმართავთ ადამიანებს, ვისაც აქვთ სისტემური წამების კადრები, გაასაჯაროვეთ – ალიანსი
ხორგუანი: მივმართავ თავდაცვის და უსაფრთხოების კომიტეტს, სასწრაფოდ მოიწვიონ კომიტეტის სხდომა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics