23:54 - 11 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-05-21 10:51:00, 369 ნახვა

პოლიტიკა
ბერუჩაშვილი რიგის სამიტის დეკლარაციაზე: დარწმუნებული ვართ, საუკეთესო ვარიანტის შეჯერებას მოვახერხებთ

რიგაში აღმოსავლეთ პარტნიორობის რიგით მეოთხე სამიტი  დღეს იხსნება. ფორუმს ევროკავშირის 28 წევრი სახელმწიფოსა და აღმოსავლეთ პარტნიორობის მონაწილე 6 ქვეყნის,  მათ შორის, საქართველოს წარმომადგენლები დაესწრებიან.

საგარეო საქმეთა მინისტრ თამარ ბერუჩაშვილის განცხადებით, რიგის სამიტის დეკლარაციაზე მუშაობა კვლავ მიმდინარეობს.  ბერუჩაშვილი დარწმუნებულია, რომ საუკეთესო ვარიანტზე შეჯერდებიან.

"რიგის სამიტის დეკლარაციაზე მუშაობა კვლავ მიმდინარეობს.  ალბათ ჩვენ გამოვიყენებთ მაქსიმალურად ყველა დარჩენილ დროს, საგარეო საქმეთა მინისტრები კიდევ ერთხელ შეიკრიბებიან და პრაქტიკულად დარჩენილი საკითხები, რომელიც ეხება ყველაზე რთულ თემებს, საბოლოოდ გადაწყდება და კომპრომისის საფუძველზე დარწმუნებული ვართ, მოვახერხებთ საუკეთესო ვარიანტის შეჯერებას. გადავდგით ძალიან სერიოზული ნაბიჯები, რომელიც ეხებოდა რეფორმირებას პრაქტიკულად ყველა მიმართულებით და განსაკუთრებით ეს არის ვიზალიბერალიზაციის სამოქმედო გეგმა",-განაცხადა თამარ ბერუჩაშვილმა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ბათუმში სატვირთო ავტომობილი ქვეითს დაეჯახა
ტრამპი: გავაუქმე დღეს საღამოს ირანის წინააღმდეგ დაგეგმილი ავიადარტყმები და დაბომბვები
გიორგი ტაბატაძე: გვქონდა შეხვედრა EU-ში, მოვისმინეთ მათი პოზიციები, მათ ჩვენი
შსს: რუსთავში ჩხუბისას კაცი წაიქცა, დაზიანება მიიღო, გარდაიცვალა - დაკავებულია 5 პირი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics