|
2015-05-20 19:42:48, 468 ნახვა
პოლიტიკა
საქართველოს თავდაცვის მინისტრმა აზერბაიჯანელ კოლეგას მიუსამძიმრა
საქართველოსა და აზერბაიჯანის თავდაცვის მინისტრებს შორის სატელეფონო საუბარი შედგა. თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, თინათინ ხიდაშელმა გენერალ-პოლკოვნიკ ზაკირ ჰასანოვს ბაქოში, 19 მაისს მომხდარი ტრაგედიის გამო მიუსამძიმრა. გენერალ-პოლკოვნიკმა ჰასანოვმა საქართველოს თავდაცვის მინისტრს თანამდებობაზე დანიშვნა მიულოცა და მომავალ საქმიანობაში წარმატებები უსურვა. საუბრის დროს მინისტრებმა საქართველოსა და აზერბაიჯანის რესპუბლიკის თავდაცვის უწყებებს შორის ორმხრივი თანამშრომლობის საკითხები მიმოიხილეს. ასევე, საქართველოს, აზერბაიჯანსა და თურქეთს შორის თავდაცვის სფეროში სამმხრივი თანამშრომლობის ფორმატზე ისაუბრეს. მხარეებმა ორ ქვეყანას შორის მეგობრული დამოკიდებულების და წარმატებული ურთიერთობების მნიშვნელობა ხაზგასმით აღნიშნეს. მინისტრებმა იმედი გამოთქვეს, რომ ქვეყნებს შორის ნაყოფიერი თანამშრომლობა გაგრძელდება და კიდევ უფრო გაღრმავდება. საუბრის დასასრულს, საქართველოს თავდაცვის მინისტრმა აზერბაიჯანელი კოლეგა საქართველოს თავდაცვისა და უსაფრთხოების კონფერენციაზე მოიწვია, რომელიც 26-28 ივნისს ბათუმში გაიმართება. გენერალ-პოლკოვნიკმა ზაკირ ჰასანოვამა კი, თინათინ ხიდაშელი ივლისში, ბაქოში დაგეგმილ ოლიმპიადაზე მიიწვია.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
პოლიციის მიერ გორში ნაცემ ახალგაზრდებს საქმეზე საუბარი შანტაჟით აუკრძალეს, გაუთქმელობაზე მოაწერინეს ხელი ადვოკატსაც
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთში უკრაინის წინააღმდეგ საბრძოლველად მსურველთა რიცხვი ერთ წელიწადში 20%-ით შემცირდა
უკრაინაში რუსული არმია დღეში 300 ადამიანს კარგავს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)