23:29 - 13 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-04-02 17:21:52, 1641 ნახვა

კომენტარი
ნათია მეზვრიშვილი: ომბუდსმენის 2017 წლის რეკომენდაციების შესრულება უკვე დაწყებული გვაქვს

შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის ნათია მეზვრიშვილის განცხადებით,  უწყებას სახალხო დამცველის 2017 წლის ანგარიშში მოცემული რეკომენდაციების ნაწილის შესრულება უკვე დაწყებული აქვს.

„ მაგალითად, უკვე მიმდინარეობს ოჯახში ძალადობის ფაქტებზე რისკის შეფასების სისტემის და მონიტორინგის მექანიზმის დანერგვა, დროებითი მოთავსების იზოლატორების ინფრასტრუქტურის გაუმჯობესება და იზოლატორებში ტექნოლოგიების განახლება. ეტაპობრივად შესრულდება სხვა რეკომენდაციებიც.

რაც შეეხება იზოლატორებში დაზიანებით შესახლებულ პირთა რაოდენობის ზრდას: შემცირებულია დაკავების დროს ან დაკავების შემდეგ დაზიანებების მიღების შემთხვევები. გარდა ამისა, დროებითი მოთავსების იზოლატორებში გვაქვს საკმაოდ კარგად აწყობილი სისტემა. 2016 წელს დაიხვეწა დაზიანებების დაფიქსირების ფორმები და გამოვლენის მეთოდები. ჩვენმა სამედიცინო პერსონალმა გაიარა ინტენსიური გადამზადება. განხორციელდა საკანონმდებლო ცვლილებებიც, რამაც ხელი შეუწყო დაზიანებების ეფექტიან გამოვლენას.

რაც შეეხება დაზიანებებთან დაკავშირებით პოლიციის მიმართ პრეტენზიებს. სახალხო დამცველის ანგარიში ასახავს მხოლოდ სტატისტიკას. გაცილებით მნიშვნელოვანია თითოეული ფაქტის შინაარსობრივი ნაწილი. ხშირად პრეტენზიები საფუძველს მოკლებულია. მთავარი ის არის, რომ ყველა პრეტენზიის შესახებ შეტყობინება დაუყოვნებლივ იგზავნება პროკურატურაში“, - აღნიშნა შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ნათია მეზვრიშვილმა.

 

 

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ირმა ინაშვილი - დავაკავეთ დამნაშავე პოლიციელებიო, სიამაყით რომ წერთ, 4 წლის მანძილზე ამ სადისტებმა კიდევ რამდენი დაკავებული აწამეს
მოსკოვმა ბენზინის გაყიდვებზე შეზღუდვები დააწესა
მივმართავთ ადამიანებს, ვისაც აქვთ სისტემური წამების კადრები, გაასაჯაროვეთ – ალიანსი
ხორგუანი: მივმართავ თავდაცვის და უსაფრთხოების კომიტეტს, სასწრაფოდ მოიწვიონ კომიტეტის სხდომა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics