|
2015-05-20 18:36:25, 483 ნახვა
პოლიტიკა
თავდაცვის მინისტრი თურქეთის რესპუბლიკის ელჩს შეხვდა
თინათინ ხიდაშელი საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებთან შეხვედრებს განაგრძობს. თავდაცვის მინისტრმა დღეს საქართველოში თურქეთის რესპუბლიკის ელჩს, ლევენთ გურმუქჩუს უმასპინძლა. გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე მხარეებმა საქართველოსა და თურქეთს შორის სამხედრო თანამშრომლობის საკითხები განიხილეს და თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის გაღრმავების სურვილი გამოთქვეს. თინათინ ხიდაშელმა თურქულ მხარეს საქართველოს ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის გზაზე ურყევი მხარდაჭერისა და თავდაცვის სფეროში გაწეული დახმარებისთვის მადლობა გადაუხადა. მინისტრმა ასევე გამოთქვა იმედი, რომ თურქეთი კვლავ გააგრძელებს აქტიურ მხარდაჭერას საქართველოს შეიარაღებული ძალების განვითარების პროცესში. შეხვედრაზე საუბარი შეეხო სამხედრო განათლების კუთხით თანამშრომლობის გაფართოებას, აღინიშნა თურქული მხარის წვლილი ქართველი სამხედრო მოსამსახურეების განათლებაში. შეხვედრას ესწრებოდა თურქეთის რესპუბლიკის სამხედრო ატაშე, პოლკოვნიკი ჯევდეთ იაშარი.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
პოლიციის მიერ გორში ნაცემ ახალგაზრდებს საქმეზე საუბარი შანტაჟით აუკრძალეს, გაუთქმელობაზე მოაწერინეს ხელი ადვოკატსაც
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთში უკრაინის წინააღმდეგ საბრძოლველად მსურველთა რიცხვი ერთ წელიწადში 20%-ით შემცირდა
უკრაინაში რუსული არმია დღეში 300 ადამიანს კარგავს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)