21:31 - 13 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-03-28 20:31:22, 1533 ნახვა

კომენტარი
დონდუა: რუსეთმა კონსტრუქციულ მსჯელობას თავი აარიდა და ჟენევის დისკუსიების პრინციპები კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენა

რუსეთმა თავი აარიდა კონსტრუქციულ მსჯელობას და კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენა ის ფუნდამენტური პრინციპები, რაზეც ჟენევის მოლაპარაკებები დამყარებული, - ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე დავით დონდუამ ჟენევის მოლაპარაკებების 43-ე რაუნდის დასრულების შემდეგ, ჟურნალისტებს განუცხადა.

როგორც მან აღნიშნა, რუსეთის წარმომადგენლებმა ჯერ კიდევ დღის პირველ ნახევარში გააკეთეს ისეთი განცხადებები, რომლის შემდეგაც, ძალის გამოუყენებლობის შეთანხმებაზე მსჯელობა შეუძლებელი გახდა.  

„მნიშვნელოვანი საკითხი, რაც განვიხილეთ, ძალის გამოუყენებლობის თაობაზე მონაწილეების ერთობლივი განცხადებაა. ჯერ კიდევ დღის პირველ ნახევარში, რუსეთის წარმომადგენლებმა გააკეთეს ისეთი განცხადებები, რომელიც მიმართული იყო იმისკენ, რომ ამ საკითხზე მსჯელობა არ მომხდარიყო. მათ ყველანაირად თავი აარიდეს კონსტრუქციულ მსჯელობას ძალის გამოუყენებლობის საკითხზე. ეს გააკეთეს იმიტომ, რომ კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენეს ის ფუნდამენტური პრინციპები, რაზეც არის დამყარებული ჟენევის მოლაპარაკებები, ანუ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება, რომელსაც ხელი მოეწერა საქართველოსა და რუსეთის პრეზიდენტების მიერ 2008 წლის 12 აგვისტოს. ყოველივე ამის შემდეგ ერთობლივ განცხადებასთან დაკავშირებით საგნობრივი მსჯელობა უკვე რთული იყო“, - განაცხადა დავით დონდუამ.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ირმა ინაშვილი - დავაკავეთ დამნაშავე პოლიციელებიო, სიამაყით რომ წერთ, 4 წლის მანძილზე ამ სადისტებმა კიდევ რამდენი დაკავებული აწამეს
მოსკოვმა ბენზინის გაყიდვებზე შეზღუდვები დააწესა
მივმართავთ ადამიანებს, ვისაც აქვთ სისტემური წამების კადრები, გაასაჯაროვეთ – ალიანსი
ხორგუანი: მივმართავ თავდაცვის და უსაფრთხოების კომიტეტს, სასწრაფოდ მოიწვიონ კომიტეტის სხდომა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics