2018-03-27 17:08:43, 1480 ნახვა
კომენტარი
ვატო შაქარიშვილი: მიუხედავად ოპოზიციის დესტრუქციული ქმედებებისა, ჩემი რეაქციისათვის საზოგადოებას ბოდიშს ვუხდი
საკრებულოს „ქართული ოცნების“ წევრი ვატო შაქარიშვილი ქალაქის გენერალური გეგმის პროექტის განხილვის დროს, უცენზურო სიტყვების გამოყენების გამო საზოგადოებას ბოდიშს უხდის.
ამასთან, როგორც შაქარიშვილმა აღნიშნა, ოპოზიციის ქმედებები დესტრუქციული იყო.
„მიუხედავად ოპოზიციის დესტრუქციული ქმედებებისა, ჩემი რეაქციისათვის საზოგადოებას ბოდიშს ვუხდი. მინდა, ელენე ხოშტარიას, მოვუბოდიშო და ვუთხრა, რომ მისი მისამართით შეურაცხყოფა ნამდვილად არ ყოფილა. რაც შეეხება იმ ადეკვატურ რეაქციას, რომელიც მქონდა იმ უნიჭო პოლიტიკური წარმოდგენის მიმართ, რაც გამართა ბატონმა ვაშაძემ - ის ნამდვილად ქუჩური მეთოდებით, თითქოს, ჩვენ ვყოფილიყავით სადმე ქუჩის ბნელ კუთხეში იქცეოდა. მას ერთი სიტყვაც არ უხსენებია გენერალურ გეგმაზე“, - განაცხადა შაქარიშვილმა.
ავტორი: ,