2018-03-27 11:54:43, 1616 ნახვა
კომენტარი
ჩუგოშვილი: ჟენევის მოლაპარაკებების ფორმატი ხშირად ეფექტური არ არის
პარლამენტის ვიცე-სპიკერის თამარ ჩუგოშვილის განცხადებით, ჟენევის მოლაპარაკებები ხშირად ეფექტური არ არის.
როგორც ჩუგოშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, მოლაპარაკებების მორიგი რაუნდის დასრულების შემდეგ უფრო მეტის თქმა იქნება შესაძლებელი.
"ჟენევის მოლაპარაკრბები როგორც იცით ჩვენთან ოკუპაციის თემებზე სასაუბროდ მთავარი ფორმატია. სამწუხაროდ ხშირად ეფექტური არ არის ხოლმე ეს ფორმატი. თქვენ იცით, რომ პრემიერის ინიციატივაა, მაქსიმალურად გაიზარდოს ამ ფორმატის ეფექტიანობა, რასაც, რა თქმა უნდა, მხოლოდ მივესალმები. ვნახოთ, ამ განცხადებებისა და მძიმე ფაქტის შემდეგ, რაც არჩილ ტატუნაშვილის მკვლელობას შეეხება, ეს პირველი შეხვედრაა, ამიტომ წინასწარ განცხადებების გაკეთება გამიჭირდება. რაუნდის დასრულების შემდეგ მეტი ინფორმაცია გევქნება, რა მოლოდინი შეიძლება გვქონდეს ამ ფორმატისგან", - განაცხადა ჩუგოშვილმა.
ცნობისთვის, ჟენევაში დღეს საერთაშორისო მოლაპარაკებების მორიგი რაუნდი იწყება.
ავტორი: ,