2018-03-24 17:53:00, 1752 ნახვა
კომენტარი
იზორია: არჩილი არის საოკუპაციო რეჟიმის მსხვერპლი - საქართველო არასდროს დაივიწყებს თავის გმირს
საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ლევან იზორიამ არჩილ ტატუნაშვილის გარდაცვალება მის ოჯახს და სრულიად საქართველოს მიუსამძიმრა.
როგორც იზორიამ აღნიშნა, საქართველო თავის გმირს არასდროს დაივიწყებს.
"კიდევ ერთხელ გამოვხატავთ ღრმა მწუხარებას არჩილ ტატუნაშვილის გარდაცვალების გამო. ვუსამძიმრებთ ოჯახს და სრულიად საქართველოს. არჩილი არის საოკუპაციო რეჟიმის მსხვერპლი, მან წამებით საქართველოს სიყვარულს მისი ღირსების დაცვას შესწირა თავი, ამიტომ, საქართველო არასდროს დაივიწყებს თავის გმირს", - განაცხადა ლევან იზორიამ.
შეგახსენებთ, რომ ოკუპირებულ ცხინვალში გაურკვეველ ვითარებაში გარდაცვლილი აარჩილ ტატუნაშვილი დღეს მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე დაკრძალეს. ქვეყნის პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა ყოფილი სამხედრო ღირსების ორდენით დააჯილდოვა.
ავტორი: ,