2018-03-22 18:30:45, 1977 ნახვა
კომენტარი
გიგა ოთხოზორიას დედა: ტატუნაშვილების ოჯახის ტკივილი ჩემი ოჯახისთვის ძალიან ახლობელია
ტატუნაშვილების ოჯახის ტკივილი ჩემი ოჯახისთვის ძალიან ახლობელია, - ამის შესახებ ხურჩა-ნაბაკევის ე.წ. საზღვართან მოკლული გიგა ოთხოზორიას დედამ, ჯულიეტა ჭანტურიამ განაცხადა.
როგორც მან აღნიშნა, მისი შვილიც მტრის ტყვიას შეეწირა.
"მათი ტკივილი ჩვენი ოჯახისთვის ძალიან ახლობელია. ზუსტად 1 წლისა და 10 თვის წინ ჩემი შვილი ვერაგულად მოგვიკლა მტრის ტყვიამ. მასაც არ აპატიეს, რომ ქართველი ადამიანი, ქართული პასპორტი დაიცვა და ყველას თვალწინ 6 ტყვიით ჩამიცხრილეს. ანალოგიურ სიტუაციაში აღმოჩნდა ეს ოჯახი. ნაწამები შვილის სხეული 26 დღის შემდეგ ძლივს მიიღეს, რომ მოფერებოდნენ და მისთის საკადრისი პატივი მიეგოთ", - განაცხადა ჯულიეტა ჭანტურიამ.
გიგა ოთხოზორიას ოჯახის წევრები წილკანში ჩავიდნენ, სადაც არჩილ ტატუნაშვილის ოჯახს მიუსამძიმრეს.
ავტორი: ,