|
2015-05-19 14:38:09, 4914 ნახვა
კულტურა
რუსთაველის თეატრში მანანა მენაბდის კონცერტი–მარათონი გაიმართება
20 მაისს 20:00 საათზე რუსთაველის თეატრის დიდ სცენაზე, უცხოეთში მოღვაწე ქართველი მომღერლის, დები იშხნელების შთამომავლის - მანანა მენაბდის კონცერტი-მარათონი გაიმართება. სპეციალურად კონცერტისთვის თბილისში ჩამოვა მოსკოვში მოღვაწე ქართველი პიანისტი - ნიკა ნიკვაშვილი. მომღერლის თხოვნით, გაყიდული ბილეთების სრული თანხა დიმიტრი ცინცაძის სახელობის ფონდში გადაირიცხება. უკვე 30 წელია, მანანა მენაბდე საქართველოს ფარგლებს გარეთ მოღვაწეობს. მომღერლის რეპერტუარი განახლდა, მოხდა ძველი სიმღერების ახლებური არანჟირება. კონცერტში მონაწილეობას იღებს კამერული ორკესტრი „კამერატა ჯორჯია“ და მოწვეული მუსიკოსები. მანანა მენაბდე - ცნობილი ორკესტრის „რერო“ სოლისტი, მართავდა და ახლაც აგრძელებს კონცერტებს გერმანიაში, საფრანგეთში, მოსკოვში, ინგლისსა და უკრაინაში. ჩაწერილი აქვს ათეულობით ალბომი, მუშაობდა, როგორც კომპოზიტორი რამდენიმე ფილმზე. ერთ-ერთმა ფილმმა „დღეს ღამე უთენებია“ ( რეჟისორი ლანა ღოღობერიძე) კანის ფესტივალზე მაყურებელთა სიმპათიის პრიზი დაიმსახურა. დაწერილი აქვს სიმღერები ცნობილი ქართველი პოეტების ტექსტებზე. პროექტის ორგანიზატორია არასამთავრობო ორგანიზაცია “ART&SOCIETY”. პროექტი ხორციელდება: თბილისის მერიის კულტურული ღონისძიებების ცენტრის, საქართველოს კულტურის სამინისტროს და თბილისი საკრებულოს მხარდაჭერით.
ჟურნალისტ მთივლიშვილზე თავდასხმის ფაქტზე შსს-მ გამოძიება დაიწყო
რუსების აგრესიის შედეგად, ერთ დღეში უკრაინის სამ რეგიონში თითქმის 20 ადამიანი დაიჭრა
ყაზახეთმა ასტანაში გამართულ ძიუდოს გრანდ სლემში მეორე დღესაც ოქრო მოიპოვა
ესპანეთში 800 მილიონ ევროზე მეტი ღირებულების კოკაინის გადამტანი გემი დააკავეს
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
რუსების აგრესიის შედეგად, ერთ დღეში უკრაინის სამ რეგიონში თითქმის 20 ადამიანი დაიჭრა
ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაციამ დაარღვია საკუთარი „ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება“: დუმილის იმიტაციაც კი არ ყოფილა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)