15:19 - 13 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-03-21 00:38:33, 1629 ნახვა

კომენტარი
შს მინისტრის მოადგილე: მაქსიმალურს გავაკეთებთ, რათა გარდაცვლილი თანამოქალაქის მკვლელები დაისაჯონ

შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე კახაბერ საბანაძე არჩილ ტატუნაშვილის ცხედრის გადმოსვენებას ეხმაურება.

მისი თქმით, ხელისუფლებამ ყველა გააკეთა რათა ცხედრის გადმოსვენება მომხდარიყო. 

„მინდა მივუსამძიმრო ოჯახს და  მოგახსენოთ, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრომ და მთლიანად მთავრობამ მაქსიმალური გავაკეთეთ და გამოვიყენეთ ყველა ჩვენს ხელთ არსებული ბერკეტი, მათ შორის საერთაშორისო პარტნიორების ჩართულობა, რომ მომხდარიყო საქართველოს გარდაცვლილი მოქალაქის ჩვენს კონტროლირებად ტერიტორიაზე გადმოსვენება. ეს ყველაფერი ინტენსიური მუშაობის შედეგად მოხდა. ასევე, გეტყვით, რომ გადმოცემულია არჩილ ტატუნაშვილის ავტომანქანაც. როგორც მოგეხსენებათ, მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები, საქმე აღძრულია საქართველოს სსკ-ის 108-ე და 143-ე მუხლებით და შესაბამისად ავტომანქანას უტარდება საექსპერტო სამუშაოები და აუცილებელი პროცედურების გავლის შემდეგ მოხდება ოჯახისთვის ავტომანქანის გადაცემა.
რაც შეეხება ცხედრის ოჯახისთვის გადაცემის დროს, კონკრეტულ თარიღს, კონკრეტულ საათს ვერ გეტყვით, მაგრამ მე ხაზგასმით აღვნიშნავ, რომ ეს მოხდება უახლოეს პერიოდში. ალბათ უახლოეს საათებში, ვინაიდან საგამოძიებო-საექსპერტო პროცედურებია ჩასატარებელი რაც გარკვეულ დროს მოითხოვს. ოჯახისთვის ცხედრის გადაცემა უმოკლეს ვადებში მოხდება.
კიდევ ერთხელ ხაზს ვუსვამ იმას, რომ გამოძიება მიმდინარეობს და მოცემული რეალობიდან გამომდინარე, ჩვენ მაქსიმალურს გავაკეთებთ, რათა ჩვენი გარდაცვლილი თანამოქალაქის მკვლელები  კანონის მთელი სიმკაცრით დაისაჯონ. რაც შეეხება, ერგნეთის შეხვედრებს, აღნიშნული ფორმატი აუცილებლად განახლდება. ეს არის ურთიერობის ერთ-ერთი ეფექტური ფორმატი  და ამ ფორმატში აუცილებლად გაგრძელდება მუშაობა“, - განაცხადა საბანაძემ.

 

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
საფრანგეთში ექვს ქართველს შვიდ წლამდე თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა პრესტიჟული ფრანგული ბიბლიოთეკებიდან რუსული ლიტერატურული კლასიკის იშვიათი გამოცემების მოპარვისთვის
13 ივნისს დაღუპულთა სულის მოსახსენიებელ პანაშვიდი ჩატარდა
კახა კალაძე უვიზო მიმოსვლის საკითხზე: კატეგორიულად მიუღებელია ამ საკითხით ქართველი ერის შანტაჟი
კალაძე: პოლიციის მხრიდან ნებისმიერ გადაცდომას ყოველთვის მოყვება შესაბამისი რეაგირება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics