|
2018-03-19 17:14:35, 1689 ნახვა
კომენტარი
კუჭავა: ადამიანი, ვის დანიშვნასაც თამარ ბაგრატია ეწინააღმდეგებოდა, ადრე სსიპ-ის აუდიტს ატარებდა, ამიტომ ეს კითხვებს ბადებს
გარემოს დაცვის კომიტეტის თავმჯდომარის კახა კუჭავას განცხადებით, არასწორია ინფორმაცია, რომ გარემოს ეროვნული სააგენტოს ყოფილ უფროსს თამარ ბაგრატიას მაღალ თანამდებობაზე კონკრეტული პირის კონკურსის გარეშე დანიშვნას სთხოვდნენ. მისი თქმით, აღნიშნული საკონკურსო პოზიცია არ ყოფილა, არამედ რეკომენდაციის წარდგენით ხდებოდა დანიშვნა. ამასთან, კუჭავას განმარტებით, მინისტრის მოადგილე უფლებამოსილია, მსგავს თანამდებობაზე გარემოს ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელს თავისი ვარიანტი შესთავაზოს. „ეს უკავშირდებოდა რეორგანიზაციას. თავიდან არასწორად იყო ინფორმაცია გაჟღერებული, თითქოს ეს იყო საკონკურსო პოზიცია, არ იყო ეს საკონკურსო პოზიცია, ეს იყო უბრალოდ დანიშვნით და რეორგანიზაციის პროცესში ხდებოდა რეკომენდაციის წარდგენა”,-აღნიშნა კახა კუჭავამ. გარდა ამისა, კახა კუჭავას განმარტებით, ადამიანი, რომლის დანიშვნასაც თამარ ბაგრატია ეწინააღმდეგებოდა, წლების განმავლობაში აუდიტის სამსახურში მუშაობდა. კუჭავას ეს გარემოება კითხვებს უჩენს: „ერთი დეტალი, რომელიც ყველას გვავიწყდება, ეს ადამიანი არ იყო ქუჩიდან მოსული, წლების განმავლობაში მუშაობდა აუდიტის ხელმძღვანელად, მათ შორის სსიპ-ის აუდიტსაც ატარებდა,ამიტომ საკმაოდ ჩახედული იყო ამ საკითხებში და ძალიან საინტერესოა, რატომ იყო ასეთი მკაცრი უარყოფა ამ ადამიანის დანიშვნასთან დაკავშირებით. პირადად ეს ჩემთვის ბადებს კითხვებს, ხომ არ არის ეს დაკავშირებული ამ ადამიანის წინა სამუშაოსთან, როდესაც ის აუდიტის სამსახურის დეპარტამენტის უფროსი იყო და იმ საქმიანობასთან, რომელიც დაკავშირებული იყო წინა სამ წელიწადთან. ეს ჩემი ვარაუდია”,-განაცხადა კახა კუჭავამ. შეგახსენებთ, გარემოს ეროვნული სააგენტოს უფროსმა თამარ ბაგრატიამ თანამდებობა დატოვა. მისი თქმით, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე ნინო თანდილაშვილი სააგენტოში მაღალ თანამდებობაზე თეიმურაზ მთივლიშვილის კონკურსის გარეშე დანიშვნას აიძულებდა. თეიმურაზ მთივლიშვილი სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ყოფილი თანამშრომელია.
გასაჯაროებულ უმძიმეს კადრებთან დაკავშირებით, შსს-ს განცხადება დამატებით კითხვებს აჩენს - დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი
სანქციებია საჭირო - ევროპარლამენტარი პოლიციის მიერ ხალხის ცემაზე
ანა ნაცვლიშვილი პოლიციის მიერ ადამიანების ცემა-წამებაზე შსს-ს კითხვებით მიმართავს
კუპრაძე პოლიციელების ძალადობაზე - დაისაჯონ, გამოაშკარავდეს ყველა დამნაშავე
|
რედაქტორის რჩევით
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთში უკრაინის წინააღმდეგ საბრძოლველად მსურველთა რიცხვი ერთ წელიწადში 20%-ით შემცირდა
უკრაინაში რუსული არმია დღეში 300 ადამიანს კარგავს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)