16:18 - 15 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-03-17 16:07:26, 1572 ნახვა

კომენტარი
„დოპელმაიერის“ წარმომადგენელი: 20 წელზე მეტია ამ ვმუშაობ და ვერ ვიხსენებ თუნდაც ერთ მსგავს შემთხვევას

კომპანიაში 20 წელზე მეტია მუშაობს და თავის პრაქტიკაში, მსგავსი შემთხვევა არ ახსენდება.

„20 წელზე მეტია "Doppelmayr”- ისთვის ვმუშაობ და ვერ ვიხსენებ თუნდაც ერთ მსგავს შემთხვევას“, - ამის შესახებ კომპანიის წარმომადგენელმა ეკეჰარდ ასმანმა გუდაურში მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით განაცხადა.

როგორც ასმანმა "იმედის" ეთერში აღნიშნა, მათი მხრიდან კონსტრუქციის უსაფრთხოების ყველა ნორმა დაცული იყო. მისივე თქმით, სულ კომპანიას მსოფლიოს მასშტაბით 10 ათასამდე საბაგირო აქვს დამონტაჟებული.

“ჩვენი ექსპერტები ამოწმებენ მთლიანად სისტემას და შეეცდებიან გაიგონ მიზეზი, თუ რატომ მოხდა ეს შემთხვევა გუშინ გუდაურში. სავარაუდოდ, შემოწმება რამდენიმე საათს გაგრძელდება. ეს დამოკიდებულია ოფიციალური უწყების მითითებებზე. ოფიციალური პირების გარდა, ჩვენ შევხვდებით უშუალოდ მომხმარებელსაც და ყველაფერს გავაკეთებთ, რომ გავერკვიოთ რა მოხდა. მე, პირადად, 20 წელზე მეტია "Doppelmayr”- ისთვის ვმუშაობ და ვერ ვიხსენებ თუნდაც, ერთ მსგავს შემთხვევას“, - განაცხადა ეკეჰარდ ასმანიმ.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ფსიქიატრიულ საავადმყოფოს პაციენტის უფლებების დარღვევისთვის ₾10 000-ის გადახდა დაეკისრა
დავით მიქაძეს 10 წლით, ჩუბინიძეს 9 წლით, მაისურაძეს კი 7 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯათ
მარგუს ცაჰკნა - ძალიან ვწუხვარ, რომ ქართული რეჟიმი აბსოლუტურად სხვა გზას მიჰყვება, არა ევროკავშირისკენ გზას
16-17 ივნისს თბილი და უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი, ხოლო 18 ივნისს გაწვიმდება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics