07:42 - 19 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-03-15 14:54:05, 1596 ნახვა

ეკონომიკა
საჯარო რეესტრის ახალი სერვისით 350-ზე მეტმა პირმა ისარგებლა

საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს  ახალი სერვისის, ბიზნესის დაწყების რეგისტრაციასთან ერთად დამატებითი ღირებულების გადასახადის  (დღგ)  გადამხდელად ნებაყოფლობითი რეგისტრაციის მოთხოვნით, უკვე 350-ზე მეტმა პირმა მომართა. 

საჯარო რეესტრისა და შემოსავლების სამსახურის ახალი სერვისით ბიზნესის დაწყებით დაინტერესებულ პირებს, კომპანიის რეგისტრაციის  მოთხოვნასთან ერთად, იმავე განცხადებით,   დამატებული ღირებულების გადასახადის (დღგ) გადამხდელად ნებაყოფლობითი რეგისტრაციის მოთხოვნაც შეუძლიათ  და ამისთვის შემოსავლების სამსახურში დამატებითი ვიზიტი აღარაა საჭირო.  

საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო განაცხადს შემოსავლების სამსახურს თავად უგზავნის ელექტრონული პროგრამის საშუალებით  და შედეგად,  ბიზნესის რეგისტრაციის პროცედურის დასრულებასთან ერთად, სუბიექტი  დამატებითი ღირებულების გადასახადის (დღგ)   გადამხდელად რეგისტრირდება. შეტყობინებას დღგ-ს  გადამხდელად  დარეგისტრირების შესახებ დაინტერესებული პირი  მის მიერ განცხადებაში მითითებულ მობილური ტელეფონის ნომერზე მოკლე ტექსტური შეტყობინებით იღებს.   

ბიზნესის დაწყებით დაინტერესებული პირებისთვის ახალი,  გამარტივებული მომსახურება 2018 წლის 27 თებერვლიდან ამოქმედდა, მას შემდეგ, რაც  იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოსა და ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურებს შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.

 

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
მოსკოვის ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა კიდევ უფრო დაზიანდა ერთი კვირის განმავლობაში მეორეჯერ თავდასხმის შედეგად.
დიდმა ბრიტანეთმა, გერმანიამ და ნატოს კიდევ ხუთმა ქვეყანამ უკრაინას ასობით მილიონი დოლარის ღირებულების დრონებისა და რაკეტების ახალი მიწოდება დაჰპირდნენ
ცოლის ინფორმაციით, ბაქოს სააპელაციო სასამართლომ აფგან სადიგოვი პატიმრობაში დატოვა
ურეკში 4 ადამიანი ზღვის დინებამ წაიღო, მაშველებმა 4-ვე გამოიყვანეს, თუმცა 1 დაიღუპა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics