|
2018-03-13 18:53:39, 1681 ნახვა
კომენტარი
მეზვრიშვილი: ჩვენ ვართ ის გუნდი, რომელიც პირველი დაიცავს შეკრებისა და მანიფესტაციის უფლებას
ჩვენ ვართ ის გუნდი შინაგან საქმეთა სამინისტროში,რომელიც პირველი დაიცავს შეკრებისა და მანიფესტაციის უფლებას, - ასე უპასუხა შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე ნათია მეზვრიშვილმა ჟურნალისტის შეკითხვას - პოლიციელის მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობაზე სანქციის გაზრდის გამო, მოქალაქეებს ხომ არ მოუწევთ უარის თქმა შეკრებასა და მანიფესტაციებზე. მეზვრიშვილის თქმით, პოლიციელის კანონიერი მითხოვნისადმი დაუმორჩილებლობაზე სანქციის გაზრდას, შეკრებასა და მანიფესტაციის უფლებასთან კავშირი არ აქვს: "ბოლო პერიოდში ჩატარდა აქციები.ადამიანები საკუთარ აზრს გამოხატავენ და ადამიანის უფლებების შელახვის ფაქტს და ვინმეს იმის გამო დაკავებას, რომ მათ თავისუფალი აზრი გამოხატეს, ადგილი არ ჰქონია.ამიტომ საუბარი იმაზე რომ ამას კავშირი აქვს შეკრების და მანიფესტაციის უფლებასთან, უბრალოდ არ არის სწორი. ჩვენ ვამბობთ, რომ ვიცავთ მოქალაქეებსაც და ვიცავთ იმ პოლიციელების უფლებებსაც, რომლებიც თქვენს და ჩემს უსაფრთხოებას ყოველდღიურად იცავენ", - აღნიშნა ნათია მეზვრიშვილმა.
|
რედაქტორის რჩევით
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთში უკრაინის წინააღმდეგ საბრძოლველად მსურველთა რიცხვი ერთ წელიწადში 20%-ით შემცირდა
უკრაინაში რუსული არმია დღეში 300 ადამიანს კარგავს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)